ნახეთ: დათო ჯიქიამ სადებიუტო სოლო ალბომიდან სიმღერაზე კლიპი გადაიღო (ვიდეო)
ქართველმა მუსიკოსმა, დათო ჯიქიამ, სასცენო სახელით Qaji Todia, 9 აპრილს სადებიუტო ალბომი გამოუშვა. პოპულარული ქართული ინდი-როკ ჯგუფის, Bedford Falls-ის, წამყვანი ვოკალისტის პირველ სოლო ნამუშევარს FULLMETAL GEORGIA ჰქვია და 12 სიმღერას აერთიანებს. ალბომში შემავალ ამავე სახელწოდების სიმღერაზე კი მუსიკოსმა ვიდეოკლიპიც გადაიღო, რომლის პრემიერა 14 აპრილს შედგა. კლიპის რეჟისორი ერე ხელაშვილია.
როგორც ალბომში შემავალი ყველა სიმღერა, FULLMETAL GEORGIA-ც ჯიქიას დაწერილია. კომპოზიციის ტექსტში კი საინტერესო სიმბოლოებს შეხვდებით. ერთ-ერთი სიმბოლო — "წმინდა გიორგის ხატი, ხელებში ავტომატით" — ალბომის გარეკანზეცაა გამოტანილი.
სადებიუტო ალბომის გამოშვება დათო ჯიქიამ იანვარში დააანონსა. მუსიკოსის თქმით, სიმღერები ერთგვარად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ჰყვება, რადგან 1989 წლიდან 2000-იანებამდე პერიოდს შეეხება.
"ალბომში თავმოყრილია ეროვნული მოტივები, ბევრად უცნაური ბგერები და უბრალო ექსპერიმენტული მელოდიები, რადგანაც მუსიკა მიყვარს და ის საკმარისი არასოდესაა", — აღნიშნავს ჯიქია.
ჯგუფი Bedford Falls 2014 წელს ჩამოყალიბდა და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ ჯიქიაა. ბენდის სადებიუტო ალბომმა This Is Your House დღის სინათლე 2019 წელს იხილა. 2022 წელს ჯგუფმა რჩეულ კომპოზიციებს კიდევ ერთ ალბომში მოუყარა თავი, 2023 წელს კი გამოვიდა ალბომი miende. სხვადასხვა წელს Bedford Falls გამოჩნდა Tbilisi Open Air-ის სცენაზე. შარშან მათ ევროპული ტურნეც მოაწყვეს.
Bedford Falls-ის დამფუძნებელ და ამიერიდან უკვე პროექტ QAJITODIA-ის შემქმნელ დათო ჯიქიას კი ასევე აქვს ჩაწერილი კოლაბორაციები სხვა ქართულ ჯგუფებთან: Killages-თან, 4D Monster Lobsters-თან და Circus Mircus-თან. ამასთან, პროექტის "მრავალი ხმა — ერთი სამშობლო" ფარგლებში მომღერალმა ჩაწერა დუეტი ნატო მეტონიძესთანაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯიქიას შემოქმედება მხოლოდ მუსიკას არ მოიცავს; 2019 წელს მან სადებიუტო რომანი კაკაფონია გამოსცა.
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
კომენტარები