ცნობილია, ვინ იქნებიან ჰომოფობიური კანონის სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში
მოკლედ: დღეს, 16 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავი კანონის სახალხო განხილვის 13-კაციანი საორგანიზაციო კომისია შეიქმნა.
- კომისიის შექმნის მიზნით, დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა 77-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ორმა.
რედაქციისგან: ოცნების რუსულ-უნგრული ვა-ბანკი: რეალურად, რა მიზანი დგას "ოჯახური ღირებულებების" დაცვის შირმის მიღმა
დეტალები: საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში აღარ იქნება ალეკო ელისაშვილი პარტია მოქალაქეების ლიდერი, რომელიც, თავდაპირველად, კომისიის წევრობის მსურველთა შორის იყო, თუმცა, მან საკუთარი კანდიდატურა გაიწვია.
On.ge დაინტერესდა რატომ თქვა უარი ალეკო ელისაშვილმა საორგანიზაციო კომისიის წევრობაზე.
- დეპუტატთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, თუმცა, ვესაუბრეთ პარტიის პრესსამსახურს:
- "არც უნდა ყოფილიყო კომისიაში, სურვილი არც ჰქონია თავიდან. ძალიან შემთხვევით მოხდა, რომ მსურველთა სიაში მისი გვარი იყო დაფიქსირებული, როგორც კი ეს გავიგეთ, შევეხმიანეთ [პარლამენტს] და ამოვაღებინეთ".
ასევე, საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის ნაცვლად, ირაკლი შატაკიშვილი იქნება.
კომისიის შემადგენლობაში იქნებიან:
- შალვა პაპუაშვილი — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
- მამუკა მდინარაძე — საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე;
- რატი იონათამაშვილი — საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
- ირაკლი შატაკიშვილი — საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- მაკა ბოჭორიშვილი — საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
- ანრი ოხანაშვილი — საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
- დავით მათიკაშვილი — საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- სალომე ქურასბედიანი — საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- თენგიზ შარმანაშვილი — საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- სოზარ სუბარი — საპარლამენტო ჯგუფის, ხალხის ძალის თავმჯდომარე;
- ფრიდონ ინჯია — საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარე;
- შალვა კერესელიძე — საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, საქართველოსათვის წევრი;
- ნინო შავგულიძე — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.
რა ფუნქცია აქვს კომისიას: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ მასალებს და განხილვიდან ერთი თვის შემდეგ ადგენს შემაჯამებელ ოქმს.
- კომისია მართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
წინაისტორია: 29 თებერვალს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს".
- "არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე", — განაცხადა მდინარაძემ.
- 1-ელ მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავ კანონპროექტში მთავრობის ჩართულობა გახდება საჭირო, კანონპროექტის მომზადებაში ჩაერთვებიან.
- 2 მარტს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% მიიჩნევს, რომ "აუცილებელია შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა ამ მავნებელი ანტიეროვნული, ანტიადამიანური ლგბტ პროპაგანდისგან".
25 მარტს ცნობილი გახდა რა წერია "ოჯახური ღირებულებებისა" და "არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონპროექტში.
ასევე, წაიკითხეთ: რა წერია ოცნების ჰომოფობიურ კანონპროექტში, რომელიც მდინარაძემ წარადგინა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები