ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი პარლამენტს სთხოვს, არ მიიღონ კანონი
მოკლედ: ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი შეშფოთებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" გამო.
- წერილში, რომელიც მან შალვა პაპუაშვილს გაუგზავნა, წერია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენა ექნება.
დეტალები: წერილი 11 აპრილით თარიღდება და ევროკომისარი პაპუაშვილს მიმართავს თხოვნით, წერილის ასლები გადაეცეს ყველა დეპუტატს.
- დღეს, 16 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა იკითხა, რატომ არ გადაეცათ პარლამენტის წევრებს წერილი, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ის დღეს გასაჯაროვდა პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქგვერდზე, პაპუაშვილის პასუხის თანხლებით.
თავის მხრივ, წერილი დღეს მაიკლ ო'ფლაჰერტიმაც გაასაჯაროვა X-ზე და პაპუაშვილის პასუხიც დაურთო.
რას წერს კომისარი: ის შეშფოთებულია კანონპროექტის გამო.
- წერს, რომ იმ სუბიექტებისთვის, რომლებსაც კანონი შეეხება, სხვა სამართლებრივი რეჟიმი შეიქმნება, "ხელისუფლებას მიეცემა ბუნდოვნად განსაზღვრული ძალაუფლება, ასეთი სუბიექტების იდენტიფიცირებისთვის და შეუსაბამობის შემთხვევაში, ორგანიზაციებს დაუწესდებათ მძიმე ადმინისტრაციული ჯარიმები".
- ო'ფლაჰერტი შეშფოთებულია საკანონმდებლო ინიციატივის თავსობადობას ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან, მათ შორის, "იმ შემზარავი ეფექტის გამო, რომელიც კანონს შეიძლება ჰქონდეს მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე".
კომისარი წერს, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, საქმეში — Ecodefence და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ "იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ შეასრულონ საკუთარი როლი, იყვნენ "საზოგადოების დარაჯი", მათ თავისუფლად უნდა შეეძლოთ დაფინანსების მოთხოვნა და მიღება სხვადასხვა წყაროდან. ამ წყაროების მრავალფეროვნებამ, შესაძლოა, გააძლიეროს ასეთი დაფინანსების მიმღებთა დამოუკიდებლობა, დემოკრატიულ საზოგადოებაში”.
- კომისარი პაპუაშვილს ახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასაც, რომლის თანახმადაც, გაერთიანების თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა კანონის დადგენილი სტანდარტით უნდა მოხდეს, ეს კი მოითხოვს კანონის სიცხადესა და განჭვრეტადობას.
"მიღების შემთხვევაში, ამ კანონის იმპლემენტაციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია.
- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პატივისცემით მივმართავ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ წარდგენილი კანონპროექტის მიღებისგან", — წერს მაიკლ ო'ფლაჰერტი.
პაპუაშვილის პასუხი: პარლამენტის თავმჯდომარე წერილში არწმუნებს ევროკომისარს, რომ "საერთო ჯამში, კანონპროექტი შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს", სათანადოდ ნათელი და განჭვრეტადია და არ ზღუდავს შეკრების თავისუფლებას.
მისივე მტკიცებით, კანონპროექტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას ეფუძნება.
პაპუაშვილი წერს, რომ ის არ ისახავს მიზნად სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას და ითვალისწინებს მხოლოდ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მოთხოვნებს.
- "საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართული ორგანიზაციების გამჭვირვალობა ყოველთვის კარგია. იგი მხოლოდ განამტკიცებს საქართველოს დემოკრატიულ ფუნდამენტს. აღნიშნული კანონპროექტი არათუ უბრალოდ სასურველი, არამედ აუცილებელია გამჭვირვალობის და ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების პროცესების ღიაობის გაზრდისთვის," — წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები