სალომე ზურაბიშვილი

17 Apr. 2024, 17:24

თქვენ იცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, ძალიან მკაცრი წესები აქვთ, როდესაც ისინი ფინანსდებიან, მათი მხარდაჭერის გამჭვირვალობის მხრივ. ეს ნათელია. ამ დეტალების პოვნა ყველას შეუძლია. რაც არ არის გამჭვირვალე ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე. იგი გადაწყვეტილებების მიღებისას გამჭვირვალე არ არის, განსაკუთრებით ამ გადაწყვეტილების შესახებ, კანონის ხელახლა შემოტანის შესახებ, როდესაც ყველა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციას. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო, ამ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში მოხდა თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვში? გამჭვირვალობის შესახებ ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ქართველები სვამენ, დიდი რაოდენობით ქართველი სვამს. დღეს უკვე მასობრივი დემონსტრაციების მესამე დღეა, მშვიდობიანი დემონსტრაციების და მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, პირდაპირ თუ არაპირდაპირ აგრესიას არ მიმართოს.

[...] მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ისევე როგორც ყველა სხვა კანონის შემთხვევაში ვაკეთებ. რადგან ეს მხოლოდ ერთი არ არის, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ჩემი ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება, სადაც უმრავლესობას ეს შეუძლია. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ამ ხმის გაგონება ხმამაღლა და ნათლად მოხდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
  3. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ