ირაკლი კობახიძე

17 Apr. 2024, 18:59

სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთ ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია.

[...] თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 6 თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება მათ შორის, რეფერენდუმი ამ [რუსულ] კანონთან დაკავშირებით.

ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში, ამ კანონს დაახლოებით, 60%-იანი მხარდაჭერა ექნება. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას.

თქვა რუსული კანონის მხარდამჭერმა ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ვეტოს დაადებს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ

მოკლედ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისს, პარლამენტთან, რუსული კანონის საპროტესტო აქციებში მონაწილე…