ალექსანდრე ლორთქიფანიძე

17 აპრ, 2024

ჩანასახშივე მკვდრადშობილია ეს კანონი და არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება. როგორც უნდა ეცადოთ ქვეყნის ინტერესად წარმოაჩინოთ, შეუძლებელია, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც წაიკითხავს, ვერ დაინახოს ქვეყნის საწინააღმდეგო მოსალოდნელი შედეგები!

სახელი — არაერთი უმნიშვნელოვანესი საქმის გამკეთებელი ენჯეო და მედიაა, რომლებიც თავისი ხელით უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ძალის მსახურებად თურმე. ზუსტად მაგ გრანტებით მიმდინარეობს არაერთი კულტურული ძეგლის რესტავრაცია, სოფლის მეურნეობაში გლეხების გასაძლიერებელი პროექტები, გარემოს დაცვითი პროექტები, რა აღარ, უამრავი რამ, რაც სწორედ საქართველოს ინტერესებშია. ეგ ხალხი პატრიოტები არიან და არ დარეგისტრირდებიან უცხო ძალის გამტარებლებად.

საქმიანობა — ერთნაირად ეხება პოლიტიკურ პროპაგანდისტულ ორგანიზაციებსაც, ლობისტებსაც და ჩემ მიერ ზემოთ ნახსენებ ენჯეოებსაც.

ქვეყნები — ერთნაირად ეხება ევროკავშირსაც, რომელიც ჩვენს მომავალ ოჯახად გვესახება და რუსეთსაც, რომელიც დღემდე არ მალავს სურვილს, შეგვიერთოს რუსეთის იმპერიის საზღვრებში.

მოტივი — ვინმე ნ.-ის წერილი საკმარისია, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციის მონიტორინგი დაიწყოს. მონიტორინგი, მოგეხსენებათ, გულისხმობს გარკვეული დროით ორგანიზაციის პარალიზებას. ესაა უმძიმესი ბერკეტი ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ძალის ხელში.

საერთო აღშფოთება — თუ ვიძახით, რომ გვინდა დასავლურ სტრუქტურებში, ისინი გვეუბნებიან, მაგ კანონით ვერაო; ყველამ მკაფიო განცხადება გააკეთა, ყველა ევროპულმა სტრუქტურამ. აგერ უნგრეთის მაგალითი ავიღოთ, ორბანი ბევრად უფრო გავლენიანია, მაგრამ იქაც უკან წაღება მოუწიათ. მაშინ ღიად ვთქვათ, რომ არ გვინდა ევროპაში, კი ბატონო, შევიტანოთ აბა კანონმდებლობაში შესწორება, გვინდა? გვაწყობს? ქართული ინტერესია?

რატომ აკეთებთ ამას ახლა? რატომ იწვევთ ასეთ მღელვარებას და რატომ აპირისპირებთ ხალხს? ეს ქართული ინტერესია? ათასგვარი პროპაგანდისტული არხებით რომ ადამიანების სტიგმატიზებას ახდენთ, ქართული ინტერესია? მოწმენდილ ცაზე რომ ეს ავდარი ატეხეთ, ქართული ინტერესია?

დაუსვით ეს შეკითხვები საკუთარ თავსაც იმ ხალხმა, ვისაც "უბრალოდ გამჭვირვალობაა" გჯერათ და ამბობთ, რომ არცერთი არგუმენტი არ არსებობს კანონის საწინააღმდეგოდ. მინიმუმ 5 არგუმენტი აგერაა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შეავსე ქვიზი და გაიგე, რომელი წიგნი უნდა გქონდეს ბიბლიოთეკაში7589 ნახვა
  2. ქვიზი: შეამოწმე, შენი ინტუიცია უფრო ზუსტია, თუ მეცნიერული ფაქტები?7127 ნახვა
  3. 10 მიზეზი, რატომ არ უნდა სვამდე ცხოველურ რძეს4940 ნახვა
  4. ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ანიმეს ეფექტით4370 ნახვა
  5. ქვიზი: გამოიცანი ფილმი Studio Ghibli-ს ეფექტით3818 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტროპიკულმა ხემ მეხი თავდაცვის იარაღად აქცია, რომლითაც "კონკურენტებს" ანადგურებს

მეხის დაცემა ხეების ბუნებრივად, ადამიანის ჩარევის გარეშე, სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამის მიუხედავად, პანამის…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~