ლანა ღოღობერიძე

17 Apr. 2024, 20:14

დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი — ქართველი ხალხის ეროვნული იდეაა. ამ იდეისთვის საუკუნეთა მანძილზე ვიბრძოდით, მაგრამ ამ ბრძოლაში ყოველთვის ვიყავით ტრაგიკულად მარტო. დღეს დაძლეული გვაქვს ეს ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა: გვყავს ნამდვილი მეგობრები — ევროპული ქვეყნები, აშშ, რომელთაც დაიჯერეს ჩვენი სულისკვეთების და ფართოდ გაგვიღეს თავისი სახლის კარები!

ამ მონაპოვარს ვერ დავკარგავთ!

მე მჯერა ჩვენი ხალხის სიცოცხლის ძალის. ის ისე ნათლად გამოჩნდა სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ყველა ერთად ვზეიმობდით ფეხბურთელთა ამ მშვენიერ გამარჯვებას. ასე სახალხოდ ვზეიმობდით იმიტომ, რომ ვაცნობიერებდით — ეს არ იყო მხოლოდ სპორტული მოვლენა, არამედ ევროპაში შესვლის რეპეტიცია! ის სიხარული ჩვენი ერის სულიერი ენერგიის ბუნებრივი გამოვლინება იყო!

მას ვერავითარი ხელისუფლება ვერ წაგვართმევს.

ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით, როგორც იმ დღეს, ჩვენი ბიჭების გამარჯვების დღეს, შევაბიჯებთ ევროპაში!
ამიტომაც:

არა რუსულ კანონს! კი - ევროპას!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ