მარიამ დოლიძე

18 Apr. 2024, 11:14

საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ. დალურჯებულ-დასივებული მაქვს ნახევარი სხეული.

არაფერი ასეთ სიგიჟეს არ მოასწავებდა. პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის კუთხეში ვიყავით. შიგადაშიგ რუსეთის გინება და საყვარელი სიმღერების ღიღინი ისმოდა. ტროტუარზე ჩამოვჯექი, ბევრნი ვისხედით, და ტელეფონი ჩამოვსქროლე.

ძალიან მოულოდნელად გაისმა ხელჯოხების ფარებზე ბრაგუნის ხმა. წამოვდექი, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადავდგი, ხალხის დიდი მასა დამეჯახა, ერთმა ფეხი დამადგა და მთელი სხეულით ძირს დავეცი მუხლებზე და იდაყვზე. 10-15-მა ადამიანმა ზედ გადამირბინა. ვერ მხედავდნენ, ძირს არავინ იყურებოდა. რაღაც მომენტში მეგონა, რომ აი, აქ ასე ძირს დაგდებული ვკვდებოდი და ცოტა ნერვები მომეშალა. განწირული ავკივლდი, ვიღაცამ ამაყენეთ-მეთქი.

ჩემით ვერ ავდექი. მართლა დამავლო ვიღაც ბიჭმა ხელი და წამომაყენა. ავდექი თუ არა, ეგრევე მივხვდი, რომ ხელი მოვიტეხე და ცალი ფეხსაცმლით ჩავუყევი რუსთაველისკენ სასწრაფოს ძებნაში.
რაღაც მომენტში წამომეწივნენ სპეცრაზმელები, წინ გაქცეულ ბიჭებს აგინებდნენ. არანაირი შიში აღარ მქონდა და არ გავრბოდი, ნელა მივდიოდი. რამდენიმე დაიჭირეს და მაგრად სცემეს. უკვე ბუნდოვნად მახსოვს საკუთარი რეაქციები.

სასწრაფოში გამახსენდა, რომ სირცხვილიას წევრი მესამე გოგო ვარ, ვინც აქციებზე ხელი დაიშავა და სიცილი ამიტყდა.

არ დავნებდეთ რაა!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
  3. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა

18 მაისს, ადგილობრივი დროით 18:46 საათზე, პორტუგალიისა და ესპანეთის ცაზე მოულოდნელად მომწვანო-მოცისფრო სინათლე…