პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
მოკლედ: დღეს, 18 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.
- ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დეტალები: ადმინისტრაცია წერს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც "წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან".
- "გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა", — ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.
რედაქციისგან: რატომ გვჭირდება გენდერული კვოტირების პოლიტიკა — პოზიციები და ანალიზი
წინაისტორია: 1-ელ აპრილს, პარტია გირჩი გამოვიდა ინიციატივით, რომ გაუქმებულიყო პარლამენტში გენდერული კვოტირება, კონკრეტულად, საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებდა, მათ პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის ყოფილიყო.
- ცვლილებას თავიდანვე მხარი დაუჭირა მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, რომელიც პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს.
4 აპრილს, დაჩქარებული წესით განხილულ კანონპროექტს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი და შედეგად, საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა.
- კვოტების გაუქმებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა,
წინააღმდეგი იყო — 22. - კანონპროექტის განხილვა ორი დღის განმავლობაში ხმაურის და შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა
"პოლიტიკური ვაჭრობის" კონტექსტი: 1-ელ აპრილს, ოცნების დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ კვოტების გაუქმების სანაცვლოდ, ქართულმა ოცნებამ გირჩისგან მიიღო დაპირება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, გირჩი ორიენტირებული იქნება კანდიდატის "პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე".
- 2 აპრილს კი, გირჩის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა თქვა, რომ გირჩსა და ოცნებას შორის შეთანხმება "პოლიტიკური ვაჭრობის" კარგი მაგალითია.
პოზიციები: გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ On.ge-სთან თქვა, რომ გენდერული კვოტების გაუქმება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ფულიანი მაჟორიტარების კარგ პოზიციაზე დაბინავებას ემსახურება".
- იმავე პოზიციაზე იყო ბაია პატარაია, ორგანიზაცია საფარის აღმასრულებელ დირექტორი, რომელმაც გვითხრა, რომ ოცნების მიზანია, საარჩევნო სიებში მილიონერი მაჟორიტარი კაცები შეიყვანოს, რაშიც, გენდერული კვოტირება და სიაში ყოველი მეოთხე ქალის ჩასმის ვალდებულება, აქამდე ხელს უშლიდა.
გარდა ამისა, 80-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები