ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
მოკლედ: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) ვარაუდობს, რომ საგადასახადო კოდექსში ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს.
- თუმცა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამასთან ერთად, ეს ცვლილებები გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს.
დეტალები: TI წერს, რომ ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორში) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება.
კერძოდ:
- აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
- აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;
- საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.
TI-ს მიხედვით, კანონპროექტის განმარტებითი ბარათში წერია, რომ საქართველოში ინვესტიციები ხშირად ოფშორში რეგისტრირებული საწარმოების მიერ ხორციელდება, რომლებიც საქართველოში შვილობილი საწარმოების მეშვეობით საქმიანობენ, რაც გადასახადისგან თავის არიდების რისკს მოიცავს, ოფშორული კომპანიის მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანა კი ამ რისკს შეამცირებს.
- ასევე, აღნიშნულია, რომ ეს უზრუნველყოფს საქმიანობის გამჭვირვალობას.
თუმცა, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების „რუსული კანონის“ პარალელურად ინიციირება და დაჩქარებული წესით განხილვა, აჩენს ეჭვს, რომ მისი მიზანი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობაა.
- "გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რუსი ბიზნესმენები და ოლიგარქები ხშირად იყენებენ ოფშორული კომპანიების პრაქტიკას და არსებული საკანონმდებლო ცვლილებით, მათაც მიეცემათ საშუალება თავისი აქტივები საქართველოში საგადასახადო შეღავათებით გადმოიტანონ.
- ასევე, რადგანაც საგადასახადო შეღავათი ვრცელდება ოფშორული კომპანიის კუთვნილი საქონლის იმპორტზე, ეს ასევე შეეხება ისეთ საქონელს, რომელიც შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან - მაგალითად, მაღალი ღირებულებისა და ფუფუნების საგნებს, როგორიც ხელოვნების ნიმუშებია", — წერია TI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს 2021 წლის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა.
- TI-ს განცხადებით, უკვე წლებია ითხოვენ, შეიქმნას ოფშორული კომპანიების ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი, რაც ამ კომპანიების ანონიმურად მფლობელობიდან გამომდინარე რისკებს შეამცირებდა.
- ანონიმური მფლობელობა, თავის მხრივ კორუფციის, მათ შორის, გადასახადებისგან თავის არიდების რისკს ზრდის.
"თუმცა, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით არ იმუშავა და ოფშორული კომპანიებიდან მომავალი რისკებით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როდესაც რუსული კანონის მიღების გამო, ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების დასავლეთის ქვეყნებიდან სანქცირების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა", — წერს TI.
მათივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში არ არის არგუმენტები, თუ რატომ იყო აუცილებელი არსებული ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა — "ტექნიკურად, ამ თემის ინიციირება მოხდა ერთ პაკეტში ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის ინიციატივასთან ერთად და დაჩქარებულად წესით განხილვის არგუმენტი სწორედ დავალიანების ჩამოწერის ნაწილზეა მოყვანილი და არა ოფშორული კომპანიების ნაწილზე".
- არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ეს ინიციატივა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე და მისთვის სასურველი კანონების დამტკიცება როგორ ხდება დაჩქარებული გზით, საკითხზე ფართო მსჯელობის გარეშე.
"აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად ოფშორული კომპანიები მიმზიდველია საეჭვო წარმომავლობის აქტივების მქონე პირებისთვის და თუკი საქართველო, ოფშორიდან აქტივების გადმოტანის ხელშემწყობ რეჟიმს აამოქმედებს, ამასთან ერთად გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი უნდა დააწესოს. საჯარო უნდა იყოს იმ პირების ვინაობა, ვინც ოფშორებიდან საქართველოში აქტივებს გადმოიტანს", — წერს TI.
ბოლო ხაზი: 73 ხმით 9-ის წინააღმდეგ, უმრავლესობამ დღეს პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა.
ასევე, ნახეთ: ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები