ქალები ვირჩევთ ევროპას! — ქალთა მარში 2024 [ფოტორეპორტაჟი]
რა მოხდა: გუშინ, 20 აპრილს, გაიმართა ქალთა მარში, სახელწოდებით — ქალები ვირჩევთ ევროპას! აქცია-მსვლელობის ორგანიზატორი იყო ქალთა მოძრაობა.
- 17:00 საათზე მარშის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
- პარლამენტის შენობასთან მისვლის შემდეგ, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, შეკრებილებს კი აქციის ორგანიზატორებმა სიტყვით მიმართეს.
- "ქართული ოცნება დღეს მოგვევლინა ქართულ კოშმარად, რომელმაც გადალახა ყველა წითელი ზღვარი. თუმცა, ჩვენ ამ დღეებში მომსწრე ვართ ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, ევროპული საქართველოს დაბადებისაც.
- შარშან, მარტში, ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს, ისინი ახლაც აქ არიან, გაიმარჯვებენ და გავიმარჯვებთ ჩვენ, მათთან ერთად, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა, ჩვენ გვაერთიანებს ევროპული და თავისუფალი საქართველოს იდეა", — თქვა ნანა მალაშხიამ სიტყვით გამოსვლისას.
ქალთა მარშის მონაწილეები, რუსული კანონის გარდა, პარლამენტში გენდერული კვოტების გაუქმებასაც აპროტესტებდნენ.
ქალთა მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას. 20 აპრილი, 2024 წელი
ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge
რედაქციისგან: რატომ გვჭირდება გენდერული კვოტირების პოლიტიკა — პოზიციები და ანალიზი
- საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილები, ქალთა მარშის დასრულების შემდეგ, 19:00 საათზე, შეუერთდნენ ახალგაზრდების მიერ დაორგანიზებულ პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ.
- პარლამენტის შენობიდან, დემონსტრანტები მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლესთან. ისინი სკანდირებდნენ არა რუსულ კანონს! ჩვენ გვინდა ევროპა!
- 20 აპრილს ქალთა მარში ასევე გაიმართა ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთში და წნორი.
კონტექსტი: ბოლო რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში ხალხი რუსული კანონის მიღებას აპროტესტებს, საკანონმდებლო ინიციატივის საპარლამენტო განხილვების პარალელურად.
- 16 აპრილს, მთავრობამ სპეცრაზმის ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი პროტესტის მშვიდობიანი დემონსტრანტები და დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტები.
- აქციები არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იმართება.
- რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად არიან ჩართულები ახალგაზრდებიც.
-
რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული — მოკლედ და მარტივად
რუსული კანონის ქრონოლოგია:
2024 წლის 3 აპრილი
- ოცნებამ განაცხადა, რომ ისევ აპირებს იმავე რუსული კანონის კანონის მიღებას, რამაც მასშტაბური სახალხო წინააღმდეგობა გამოიწვია გასული წლის მარტში.
8 აპრილი
- პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, რუსული კანონი დარეგისტრირდა.
- პარლამენტში თქვეს, რომ კანონის განხილვას პარლამენტის იურიდიული კომიტეტი 15 აპრილს დაიწყებს.
- ამას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის უკან.
- შესაბამისი ნებართვის მიუხედავად, პარლამენტში არ შეუშვეს დამოუკიდებელი მედიის ნაწილი.
- პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს.
- გავრცელდა 400-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება, მიმართვით — კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
- დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა ერთობლივად განვაცხადეთ, რომ ქართულ ოცნებას არ მივცემთ რუსული კანონის მიღების საშუალებას.
9 აპრილი
- თბილისში თავისუფლების მარში გაიმართა.
11 აპრილი
ცნობილი გახდა, რომ რომ რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, 17 მაისს გავა.
- პირველი მოსმენით პარლამენტმა კანონპროექტი 17 აპრილს მიიღო.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები