აბიტურიენტი ხარ? — გაიგე, როგორ შეძლებ მოიპოვო დაიფინანსება საქართველოს ბანკის სტიპენდიით
თუ პროფესიულ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამ, მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ ეს სწორედ მომავლისთვის მზადებაა; თანაც, არა მხოლოდ შენი მომავლისთვის, წარმატებული ადამიანები ხომ ქვეყნის კეთილდღეობასაც ქმნიან.
სწორედ იმისთვის, რომ მეტ მოტივირებულ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, უკეთესი მომავლის შესაქმნელად ხარისხიანი განათლება მიიღოს, საქართველოს ბანკმა გასულ წელს სტიპენდია შექმნა.
სტიპენდია პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაიფინანსონ სწავლა საკუთარი უნარ-ჩვევებისა და აკადემიური მოსწრების საფუძველზე. თუ ახლა აბიტურიენტი ხარ, ეს ამბავი განსაკუთრებით დაგაინტერესებს, ასე რომ, ქვემოთ უფრო ვრცლადაც მოგიყვებით: რა არის საქართველოს ბანკის სტიპენდია და როგორ შეძლებ მის მოპოვებას.
სტიპენდია მომავალი ლიდერებისთვის
როგორც გითხარით, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება პარტნიორ უნივერსიტეტებშია შესაძლებელი; 15 სასწავლებლის ჩამონათვალს ქვემოთ ნახავ, მაგრამ სია მომავალში კიდევ გაიზრდება.
რაც შეეხება სტიპენდიის პირობებს: მისი მოპოვების შესაძლებლობა ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე გაქვს. ამისათვის მხოლოდ ისაა საჭირო, პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლობდე. პირველკურსელები სტიპენდიას ეროვნული გამოცდების ქულების ან უნივერსიტეტის მიერ შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ, მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებს კი მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა ჰქონდეთ. ორივე შემთხვევაში კონკრეტულ კრიტერიუმებს და ფაკულტეტებს უნივერსიტეტები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. შერჩევის კრიტერიუმებზე დაწვრილებით ინფორმაციას სასწავლებლების ვებგვერდებზე ნახავ.
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეძლებენ, ერთი წლით სრულად ან ნაწილობრივ დაიფინანსონ სწავლა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ერთჯერადი არ არის და შენც ყოველ წელს გექნება საშუალება, საკუთარი შემართებით მოიპოვო ან შეინარჩუნო სტიპენდია.
პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი კი ასეთია:
- თავისუფალი უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი)
- ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU)
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
რას ამბობენ საქართველოს ბანკის სტიპენდიანტები
როგორც ვთქვით, სასტიპენდიო პროგრამა გასულ წელს დაიწყო, მაგრამ მას უკვე არაერთი გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს, რომლებიც სტიპენდიის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ.
"ცხადია, ამგვარმა ჯილდომ დიდი მოტივაცია მომცა, თუმცა ყველაზე სასიამოვნო ამ პროგრამაში ისაა, რომ სწავლის მნიშვნელობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. ასევე იმაში, რომ სწავლა ყოველთვის ფასდება", — ამბობს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი და საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი, რაქსანა მაკარიანი.
ასევე ფიქრობენ სტიპენდიანტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან და ამატებენ, რომ სტიპენდიის მოპოვება მათ არა მხოლოდ მატერიალური კუთხით დაეხმარა, თავდაჯერებულობაც შემატა.
"საქართველოს ბანკის სტიპენდია საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მაქსიმალურად კონცენტრირდნენ მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო პროცესზე", — ამბობს მარიამ მელქუაშვილი.
მეტი შესაძლებლობა განათლებისთვის
საქართველოს ბანკი კიდევ არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი და მხარდამჭერია — მათ შორისაა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები. ამ და სხვა, შენთვის საინტერესო პროექტებზე დეტალურ ინფორმაციას ვებგვერდზე, CSR.bog.ge-ზე მიიღებ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, წარმატება გისურვოთ.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები