ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
რა უნდა ვიცოდეთ მუცლის კედლის თიაქრებზე? — ინტერვიუ აბდომინურ ქირურგთან
მუცლის კედლის თიაქარი საკმაოდ გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. ის პოპულაციის 1,5-2%-ს უვითარდება, თუმცა მისი განვითარების რისკი, მოსახლეობის დაახლოებით 4-5%-ს აქვს. გარდა იმისა, რომ თიაქარი პაციენტს დიდ დისკომფორტს უქმნის, მან, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა საკმაოდ სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
რა არის მუცლის კედლის თიაქარი და რა ახდენს მის პროვოცირებას? როგორია დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესი? — პათოლოგიაზე დეტალურად თოდუას კლინიკის აბდომინური ქირურგი, ბესარიონ მეტონიძე გვესაუბრა.
გთხოვთ, პირველ რიგში, აგვიხსენით, რა არის მუცლის კედლის თიაქარი?
მკითხველისთვის გასაგებად რომ ავხსნათ, მუცლის კედელი რამდენიმე შრისგან შედგება, ესენია: ე.წ. პერიტონეუმი, რომლითაც დაფარულია მუცლის ღრუს ორგანოები; ფასციები ანუ შემაერთებელ-ქსოვილოვანი ფურცლები, რომელთა შორისაც არის მოთავსებული კუნთები და რომლებიც ქმნის მყარ გარსს მუცლის კედლისთვის; კანქვეშა ცხიმი და კანი. უმეტესად იმ ადგილებში, სადაც ჩვენ მიერ ჩამოთვლილი შრეების შეერთება ხდება, შეიძლება გაჩნდეს დეფექტი ხვრელის სახით. ამ ხვრელების საშუალებით კი მუცლის ღრუს ორგანოები კანქვეშა სივრცეში გამოდიან, რაც გამობერილობას ქმნის. სწორედ ამ პათოლოგიას ვუწოდებთ თიაქარს.
თიაქარი შედგენა შემდეგი კომპონენტებისგან: თიაქრის კარი, თიაქრის პარკი, თიაქრის შიგთავსი (მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანოს სახით).
როგორია მუცლის კედლის ძირითადი თიაქრების ჩამონათვალი?
თავისი ლოკალიზაციის მიხედვით გამოვყოფთ: ეპიგასტრიუმის, ჭიპის, საზარდულის, ბარძაყის, პოსტოპერაციულ ანუ ინციზიურ თიაქრებს. მუცლის კედლის თიაქრებს, ასევე, განეკუთვნება შპიგელის ხაზის თიაქარი, რომელიც სწორი კუნთის ბუდის ლატერალურად ვითარდება და ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ტიპებს შორის ყველაზე იშვიათია. აღსანიშნავია ისიც, რომ საზარდულის თიაქარი უფრო მეტად კაცებშია გავრცელებული, ბარძაყის თიაქარი კი უმეტესად ქალებში გვხდება.
რა ახდენს ამ პათოლოგიის პროვოცირებას?
მუცლის კედლის თიაქრების მთავარი მაპროვოცირებელი მუცლის ღრუში წნევის მატებაა, რაც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ესენია, ძლიერი ქრონიკული ხველა, ორსულობა, არასწორი ვარჯიში, სიმძიმეების აწევა და ა.შ. საქმე ისაა, რომ მუცლის ღრუში წნევის მატებისა და კედლის დაჭიმულობის დროს, ჩვენს მიერ აღწერილ ზონებში, ხდება ან დეფექტების გაჩენა ან არსებული ხვრელების გაგანიერება, რომლებიც შემდგომში წარმოადგენენ თიაქრის კარს.
რა გართულებებამდე შეიძლება მივიდეს არანამკურნალები თიაქარი?
ხშირად, როცა პაციენტი მოსვენებულ მდგომარეობაშია, მუცლის კედელზე გამოსული ორგანოები თავისით ან ხელის დახმარებით უბრუნდება ჩვეულ ადგილს, მუცლის ღრუში. თუმცა არის შემთხვევები, როცა თიაქარი იჭედება და ვეღარ ხერხდება ორგანოს უკან ჩაბრუნება. ასეთ დროს, შესაძლოა, მის ირგვლივ წარმოიქმნას შეშუპება და ანთებითი პროცესი, რაც შემდგომში ისეთ სერიოზულ გართულებებს იწვევს, როგორებიცაა ჩაჭედილი ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა, განგრენა პერფორაციით, პერიტონიტი, გაუვალობა და ა.შ. ამიტომ თიაქრის ჩაჭედვისთანავე აუცილებელია, პაციენტმა მიმართოს ექიმს, რათა დროულად მოხდეს ადეკვატური მკურნალობა.
რა სიმპტომებით გამოიხატება მუცლის კედლის თიაქარი?
ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი მუცლის კედელზე თვალით ხილული გამობერილობაა. მას, ასევე, შეიძლება ახლდეს პერიოდული ტკივილი, მოქაჩვის შეგრძნება, დისკომფორტი, შებერილობა, ნაწლავების მოქმედების გაძნელება, ბოყინი და ა.შ. თიაქრის ჩაჭედვის დროს კი ნაწლავთა მოქმედება, შესაძლოა, სრულიად შეჩერდეს და სახეზე გვქონდეს გაუვალობა.
რა სადიაგნოსტიკო საშუალებებს მიმართავთ თიაქრის დროს?
დიაგნოსტირება თავდაპირველად ხელით გასინჯვით იწყება. თიაქრებს ძალიან დამახასიათებელი აღწერილობა აქვს, ამიტომ ქირურგი მათ ამოცნობას ხშირად მარტივად ახერხებს. ზოგიერთ შემთხვევებში ვიყენებთ ისეთ ინსტრუმენტულ კვლევებს, როგორებიცაა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. მათი დახმარებით განვსაზღვრავთ თიაქრის ზომას, მის შიგთავსსა და ა.შ. საბოლოოდ, ამგვარი ინფორმაცია მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში გვეხმარება.
როგორ ხდება თიაქრების მკურნალობა?
თიაქრის დროს მკურნალობის ერთადერთ მეთოდს — ქირურგიას მივმართავთ. ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ღია წესით, ლაპარასკოპიული ან რობოტ ასისტირებული მიდგომით. ცხადია, უმჯობესია, მკურნალობა მცირე ინვაზიური პროცედურით წარიმართოს, თუმცა, ზოგჯერ თიაქრის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ოპერაციის ღია წესით ჩატარება უფრო უპრიანია. ძირითადად თიაქრების გიგანტური ზომების და მოსალოდნელი ძლიერი შეხორცებების შემთხვევაში. მთავარია, ქირურგმა სწორად შეარჩიოს მეთოდი და, რაც მთავარია, ხელი მიუწვდებოდეს ყველა შესაძლო ოპერაციულ მიდგომაზე. საბედნიეროდ, თოდუას კლინიკაში, გვაქვს საშუალება ჩავატაროთ ოპერაციები როგორც ღია წესით, ისე მცირე ინვაზიური მიდგომით.
ოპერაციას, პირველ რიგში, თიაქრის გაკვეთით (თიაქარკვეთით) ვიწყებთ. სიცოცხლისუნარიანი ორგანოები და ქსოვილები უკან, მუცლის ღრუში ბრუნდება. თუ ორგანო დაზიანებულია, მისი რეზექცია ანუ ამოკვეთა ხდება. ოპერაციის შემდეგი ეტაპია თიაქარპლასტიკა, რაც დეფექტის გამაგრებას გულისხმობს. ამისთვის ვიყენებთ როგორც პაციენტის საკუთარ ქსოვილებს, ისე სპეციალურ ხელოვნურ ბადეებს, რაც კარგ შედეგს გვაძლევს — ისინი ერთად უფრო მყარ დაბრკოლებას ქმნის და მინიმუმამდე ამცირებს თიაქრის ხელახლა გაჩენის (რეციდივის) ალბათობას.
რამდენად რთულია პოსტოპერაციული პერიოდი პაციენტისთვის?
რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის იყო თიაქარი და რა მიდგომით ჩატარდა ოპერაცია. ე.წ. ღია წესის დროს, პაციენტს შეიძლება 3-4 დღე მოუხდეს კლინიკაში დაყოვნება. ლაპარასკოპიის შემთხვევაში კი, ხშირად პაციენტებს მეორე დღესვე ვწერთ. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს უწევთ პოსტოპერაციული ქამრის ტარება 2-3 თვის განმავლობაში.
რეაბილიტაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, იმ რეკომენდაციების დაცვაც, რომელსაც ექიმი ოპერაციის შემდეგ გასცემს. აუცილებელია, პაციენტმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავოს სიმძიმეების აწევისგან, ვარჯიშისგან ან ისეთი ფიზიკური აქტივობისგან, რაც მუცლის კედლის ძლიერ დაჭიმულობას იწვევს.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები