სჯობს, სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე საერთოდ არ სცადო — საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ტექნიკური უნივერსიტეტიდან
განათლების მხარდაჭერისთვის საქართველოს ბანკმა გასულ წელს კიდევ ერთი მასშტაბური სასტიპენდიო პროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ. საქართველოს ბანკთან უკვე 15 უნივერსიტეტი თანამშრომლობს, 140-მდე სტუდენტმა კი უკვე მოიპოვა სტიპენდია. მომავალში ეს რიცხვები უფრო და უფრო გაიზრდება.
ლუკა წულაია საქართველოს ბანკის ერთ-ერთი წარმატებული სტიპენდიატია. ლუკა ქალაქ ფოთიდანაა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან ფაკულტეტზე სწავლობს. პარალელურად ფეხბურთს თამაშობს და წინ დიდი გეგმები აქვს. როგორც თავად ამბობს, გარკვეულწილად, სწორედ ფეხბურთის სიყვარულმა გადააწყვეტინა კომპიუტერული მეცნიერების სწავლა:
"ამ მიმართულებით სწავლა გადამაწყვეტინა სპორტმა, რადგან საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევ ამ სფეროში დავრჩები. ჩემთვის რთულია ვიდგე სტადიონზე და ვერ ვთამაშობდე, ამიტომ ავირჩიე მომავლის პროფესია, რომელიც სულ უფრო მოთხოვნადი და აქტუალური ხდება. დაინტერესებული ვარ კიბერუსაფრთხოებით, რომელიც საქართველოს არცერთ უნივერსიტეტში ჯერ-ჯერობით არ ისწავლება. კომპიუტერული მეცნიერება კი დამეხმარება ის უნარ-ჩვევები და ცოდნა მივიღო, რომელიც შემდგომში კიბერუსაფრთხოების შესწავლაში დამეხმარება."
როგორც ლუკა ამბობს, სრულიად შესაძლებელია თანაბრად წარმატებული იყო სპორტშიც, უნივერსიტეტშიც, თან სხვა ჰობისთვისა და მეგობრებისთვისაც დაგრჩეს დრო. მთავარი მონდომება და პრიორიტეტების სწორად გადანაწილებაა. ამას ლუკა თავად წარმატებით ახერხებს და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სხვადასხვა ხალხურ საკრავზეც უკრავს.
გამოცდები, რომლებზეც სახელმწიფო გრანტია დამოკიდებული, საკმაოდ სტრესულია, რაც ხშირად საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში გვიშლის ხელს. როგორც ლუკა ამბობს, მისი მაგალითი გვიჩვენებს, რომ გამოცდებით არაფერი სრულდება და წინ უამრავი წარმატებაა:
"ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ შევძელი გრანტის მოპოვება, წინა წელს საგრანტო კონკურსშიც 0,2 ქულა დამაკლდა დაფინანსებამდე. მიუხედავად ამ მარცხისა, არ გავჩერდი და დღეს საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ვარ. გარდა მოტივაციისა და თავდაჯერებულობისა, ფინანსურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს სტიპენდია. ამ ეტაპზე ჩემი მთავარი საზრუნავი განათლებაა და აღარ მიწევს სწავლის გადასახადზე ფიქრი."
როგორც ლუკა ამბობს, კომპიუტერული მეცნიერების სწავლა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და ამ მიმართულების სტუდენტებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ მსგავსი პროექტებით მხარდაჭერა და წახალისება:
"ჩემს სფეროში ხშირად გვჭირდება მოწყობილობის ან ტექნიკის განახლება, კონკურსებში მონაწილეობის მიღება, გარე წყაროებიდან სწავლა, რაც ხარჯებთან ასოცირდება. ვფიქრობ, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მსგავსი პროგრამები, სტუდენტებს კონკურენციას აჩვევს და აძლევს შესაძლებლობას, დაზოგილი დროისა და ფინანსების რესურსი საყვარელი საქმის უკეთ სწავლას მოახმარონ."
ლუკა სხვა სტუდენტებს ურჩევს, ნუ შეეშინდებათ მარცხის და ნუ დაკარგავენ საკუთარი თავის რწმენას:
"ყოველთვის ყველაფერი არ გამოგვივა, მთავარია, გვჯეროდეს საკუთარი თავის და ვცდილობდეთ. სჯობს, სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე საერთოდ არ სცადო."
თუ ლუკას მსგავსად შენც არ გეშინია გამოწვევების და გინდა გახდე საქართველოს ბანკის შემდეგი სტიპენდიატი, პარტნიორი უნივერსიტეტების სიასა და სტიპენდიის შესახებ დეტალებს ამ ბმულზე ნახავ სტიპენდია (bankofgeorgia.ge).
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები