წარმატება სამართლის საერთაშორისო კონკურსზე — ილიაუნის სტუდენტების შედეგები ვაშინგტონიდან
წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის გუნდმა პირველად მიიღო მონაწილეობა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესში, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში ჩატარდა.
ჯესაპი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია საერთაშორისო საჯარო სამართალში, სადაც ეროვნულ და საერთაშორისო ეტაპებზე 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსის სპეციფიკა საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს როგორც წერილობითი ნაშრომების მომზადებას, ისე ზეპირ წარმომადგენლობას იმიტირებულ სასამართლო პროცესზე.
საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრებამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა ეროვნულ რაუნდში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისა და ვაშინგტონში გამგზავრების ხარჯები კი საქართველოს ბანკისა და ილიას უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში სრულიად დაიფარა.
საქართველო კონკურსის ფინალურ რაუნდში ილიას სტუდენტებმა წარადგინეს: ქეთევან ბეჟანიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, მარიამ ბიბილაური, მარიამ სხვიტარიძე. გუნდს კი მენტორობა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, თინათინ გოლეთიანმა, გაუწია.
მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ჯესაპის კონკურსზე პირველად ასპარეზობდნენ, საერთაშორისო რაუნდის დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს. გუნდი შეხვდა კანადის (ონტარიო), ირანის (თეირანი), უზბეკეთისა (ტაშკენტის) და გერმანიის (ჰერტის საჯარო მართვის სკოლა) გუნდებს. ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა აიღო Best Overall Applicant Side — საუკეთესო მოსარჩელე მხარის — პრიზი, რაც გულისხმობს ჯამურად — როგორც წერილობით, ისე ზეპირ კომპონენტებში, პირველი ადგილის მოპოვებას.
წერილობითმა ნაშრომებმა საერთო რეიტინგის მიხედვით 38-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს მასშტაბით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია კონკურენციის გათვალისწინებით: აშშ-ში კონკურსის საერთაშორისო ეტაპზე, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული რაოდენობის — 150 გუნდი — მონაწილეობდა მსოფლიოს 85 ქვეყნიდან.
გარდა გუნდური წარმატებისა, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებმა ინდივიდუალური გამარჯვებაც მოიპოვეს: გუნდის წევრები, ქეთევან ბეჟანიშვილი და მარიამ ტაგანაშვილი, მონაწილე 523 სტუდენტიდან საუკეთესო ზეპირ გამომსვლელთა ტოპ 50-ში მოხვდნენ, საერთო შეფასებების მიხედვით.
როგორც თინათინ გოლეთიანი გვეუბნება, სტუდენტებმა საკმაოდ დიდი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს, რათა სამართლის სფეროში ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე საქართველო ღირსეულად წარედგინათ:
"კომპლექსურ კაზუსზე 7-თვიანი მუშაობის შედეგად შესაძლებლობა მოგვეცა, განგვევითარებინა აკადემიური წერის, სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლოს წინაშე ზეპირი გამოსვლის უნარები. კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა კომპლექსურ საკითხზე სამართლებრივი ანალიზისა და მოსამართლეების წინაშე ზეპირი წარმომადგენლობისათვის მომზადება ინგლისურ ენაზე გვიწევდა, რაც საკმაოდ რთული პროცესია. მყარი არგუმენტაციის მომზადება კი უდიდეს ძალისხმევასა და შრომას მოითხოვდა. გვჯერა, რომ ჯესაპის კონკურსზე ჩვენი წარმატებული მონაწილეობით კიდევ უფრო მეტ სტუდენტს ვუბიძგებთ მსგავს კონკურსებში მონაწილეობისკენ, ეს აუცილებლად იქნება მათთვის კარიერული და პიროვნული ზრდის საწინდარი."
საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოში სამართლის სკოლის გაძლიერებას, თუმცა იმისათვის, რომ ყველა ნიჭიერ და პერსპექტიულ სტუდენტს ჰქონდეს ასეთ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა, აუცილებელია, კერძო სექტორის მხარდაჭერა.
საქართველოს ბანკი აქტიურად ქმნის და მომავალშიც განაგრძობს სტუდენტებისთვის უსაზღვრო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ იდეას ემსახურება საერთაშორისო და ადგილობრივი სასტიპენდიო პროგრამები, ოლიმპიადები და საგანანმანათლებლო სივრცეები, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გველის. მთავარია, გამოიყენო შესაძლებლობები, არ შეწყვიტო ცდა და განვითარება.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები