წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება — ახალი Porsche Taycan საქართველოშია
ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც 2 თვის წინ შედგა. დღეს კი ახალი მოდელი საქართველოშია და ქართველ მომხმარებელს მისი შეძენა უკვე პორშე ცენტრი თბილისში შეუძლია.
ტაიკანის ახალ ვერსიებს მეტი სიმძლავრე აქვს და ერთი დამუხტვით მეტი მანძილის გავლა შეუძლია. მას უკეთესი აჩქარება და უფრო სწრაფად დატენის ფუნქცია გააჩნია. გარდა ამისა, Style Porsche-მ დიზაინი დახვეწა და Turbo-მოდელები ახლა უფრო მძლავრადაა დიფერენცირებული. ტაიკანის ყველა ვერსიას კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერიული კომპლექტაცია აქვს, ასევე Porsche Driver Experience-ის უახლესი თაობა ბევრი მიმართულებით გამოირჩევა გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციით.
ცვლილება ძარის სამივე ტიპის მქონე ტაიკანს შეეხო — როგორც სპორტულ სედანს, ისე ოფროუდ პაკეტით ხელმისაწვდომ Taycan Cross Turismo-სა და სპორტულ-პრაქტიკულ Taycan Sport Turismo-ს. უკვე ხელმისაწვდომია მოტორიზების 4-4 ვარიანტი — წინა ან სრული ამძრავით.
პეტრე წაქაძე, პორშე ცენტრი თბილისი-ის დირექტორი: "გერმანული ბრენდის გამორჩეული და განახლებული მოდელი, რომელიც სრულად ელექტროა ქართველი მომხმარებლებისთვის პორშე ცენტრი თბილისში უკვე ხელმისაწვდომია. მომხმარებლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტის შექმნა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება Porsche-ს ელექტრიფიცირებული მოდელების გაყიდვებიც. რაც შეეხება ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, პორშე ცენტრი თბილისი დასამუხტი სადგურების ქსელს კიდევ უფრო აფართოებს. შედეგად, მარტივდება და უფრო მიმზიდველი ხდება ელექტრომობილის ფლობა. გარემოზე ზრუნვის პრინციპით შექმნილი საავტომობილო სეგმენტის განვითარება კი, თავის მხრივ, ეკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
პორშემ ელექტრომობილურობის ერაში პირველი ნაბიჯი სწორედ ტაიკანით 2019 წლის ბოლოს გადადგა. მოდელით, რომელმაც ელექტრომობილების სეგმენტში თამაშის წესები შეცვალა და ინოვაციურ წინამძღოლად იქცა. ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული ტაიკანით წარმატებული ისტორია გრძელდება. პერფორმანსის თვალსაზრისით ტაიკანი ახალ საფეხურზეა აყვანილი — მისი სვლის დინამიკა და მართვის სიამოვნება განუმეორებელია."
სერიული წარმოების დაწყებამდე მაქსიმალური სრულყოფისთვის პორშეს ინჟინრებმა და ტესტდრაივერებმა ტაიკანის შენიღბული სატესტო მოდელებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 3,6 მილიონი კილომეტრი გაიარეს. მათი მიზანი იყო პორშეს პირველი სპორტული ელექტრომობილის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა „პორშემ“ დღემდე თითქმის 150 000 ტაიკანი გამოუშვა.
ტაიკანის განახლებული მოდელები კიდევ უფრო უკეთესი აჩქარებით გამოირჩევიან. ამის აღსაქმელად საწყისი და TOP-ვერსიების მაგალითებიც საკმარისია: Taycan 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება, Taycan 4S — 3.7 წამში, Taycan Turbo — 2.7 წამში, Taycan Turbo S — 2,4 წამში, Taycan Turbo GT — 2,3 წამში, ხოლო Taycan Turbo GT Weissach Package 2.2 წამში. TOP-მოდელის სიმძლავრე 1 108 ცხენის ძალამდეა გაზრდილი.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები