ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა — ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი პროექტ — ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის მხარდამჭერია.
ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა ნათია სართანიასა და ჯაბა შავიშვილის მიერ შექმნილი პროექტია, რომლის მიზანი ადრეული 90-იანი და 2000-იანი წლების მუსიკის ხელახლა აღმოჩენა, ფირფიტებზე გადატანა და მათთვის ახალი სიცოცხლის შეძენაა. პროექტის ავტორებმა უკვე მოახერხეს მნიშვნელოვანი ქართველი არტისტების შემოქმედების არა მხოლოდ დაარქივება, არამედ ახალი თაობისთვის მათი გაცნობა და საინტერესო ფორმით შეთავაზება.
პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ 90-იანებისა და 2000-იანი წლების შემსრულებლები ის პირველი თაობა იყო, რომელიც დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე. როგორც ნათია სართანია და ჯაბა შავიშვილი განმარტავენ, ამ პერიოდში შექმნილი ალტერნატიული მუსიკა მელომანებისთვის თავისუფლების ხმად იქცა. შესაბამისად, დღეს მათი შემოქმედების ფირფიტებზე გაცოცხლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
საქართველოს ბანკისა და ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის თანამშრომლობის ფარგლებში ოთხი ქართველი არტისტის ფირფიტის გამოცემა იგეგმება. პირველი ნიკაკოის ფირფიტაა, რომელიც მელომანებისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მუსიკის მოყვარულები მის შეძენას ვოდკასტში; მორევში და XO Vinyl shop- ში შეძლებენ.
"საქართველოს ბანკისთვის ქართული კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი არტისტების შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალი ფორმით წარდგენა, ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროექტის ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა ჯგუფთან ერთად შეგვექმნა ოთხი გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი ქართველი არტისტის ფირფიტა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შევძინოთ მათ შემოქმედებას ახალი სიცოცხლე და მსმენელისთვის უფრო ხელშესახები გავხადოთ ისინი", — აღნიშნავენ საქართველოს ბანკის ბრენდის გუნდში.
ფირფიტების გამოცემა ლიმიტირებული ტირაჟით მოხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ფირფიტის წარმოება გრძელვადიან პროცესს გადის და უმეტესწილად ჩანაწერების კარგი ხარისხით მიგნებასა და მათ უკან მდგარი ისტორიების აღმოჩენაზეა ორიენტირებული. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ამის მიზეზი ადრეულ 90-იან და 2000-იან წლებში ხმის ჩამწერი სტუდიების არარსებობა იყო, რის გამოც არტისტები ძირითადად საკუთარ სახლებში მოწყობილ სტუდიებში მუშაობდნენ.
როგორც საქართველოს ბანკის გუნდში აცხადებენ, პარტნიორობის ფარგლებში ოთხი ფირფიტა 2024 წლის ბოლომდე გამოიცემა. მანამდე კი ნიკაკოის პირველ ფირფიტასთან დაკავშირებული ვიდეოს ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები