საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათებით TTE ROOMS-მა გაყიდვები 5-ჯერ გაზარდა
3 წლის წინ თბილისში ახალი გასართობი სივრცე — გაქცევის ოთახი, ცნობილი, როგორც Escape Room გამოჩნდა. ერთგული მომხმარებლები მალევე შეიძინა და მათ თავისუფალ დროს ინტელექტუალური, ლოგიკური თუ სხვა სახის თამაშებით გართობის შესაძლებლობა მისცა.
ახლახან Escape Room-მა მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათები შესთავაზა, რაც ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარა. ამ სტატიაში კომპანიის დამფუძნებელი, ემილ სარქისიანი საუბრობს იმაზე, თუ როგორ შექმნა უფროსებისთვის საინტერესო გასართობი სივრცე.
როგორ გაჩნდა Escape Room-ის შექმნის იდეა და რას სთავაზობს ის მომხმარებლებს?
გასართობი სივრცეები ხშირად მხოლოდ ბავშვებისა და მოზარდებისთვის კეთდება, ამიტომ, ჩემი მიზანი იყო, შემექმნა ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები გართობას და დროის ერთად, სასიამოვნოდ გატარებას, ალკოჰოლის, საკვების ან საცეკვაო მუსიკის გარეშეც შეძლებდნენ.
კომპანია TTE ROOMS (TIME TO ESCAPE ROOMS) უკვე 3 წელია, ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში, ერთგული მომხმარებლები გაიჩინა. სტუმრები დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში ხსნიან თავსატეხებს და ასრულებენ სხვადასხვა ლოგიკურ, ზოგჯერ — ფიზიკურ დავალებასაც კი. ეს ერთგვარი ჯგუფური აქტივობაა უფროსებისთვის.
თამაში უნიკალურია, ვინაიდან თითოეული მისი ნაწილი, დავალებები თუ დეკორაცია, ჩემი შექმნილია და სრულიად განსხვავდება ცნობილი escape-room თამაშებისგან.
როგორ განვითარდა დროთა განმავლობაში Escape Room?
აქტიური მუშაობის შედეგად, კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია. 3 წლის განმავლობაში ჩვენი სტუმრებისგან დიდი ნდობა და დადებითი შეფასება დავიმსახურეთ. ამის დასტური მომხმარებლების უკუკავშირია (GOOGLE-ის შეფასებებით, გვაქვს 4,9/5 ქულა; FB გვერდზე — 5.0). პროფესიონალები კი აღნიშნავენ, რომ ჩვენმა თამაშმა ბევრი უცხოური კომპანიის თამაშებს გადაუსწრო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აქტიურად ვმასპინძლობთ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს, ვატარებთ კორპორატიულ თამაშებს და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ, დაუვიწყარი გუნდური თამაშით განტვირთვის შესაძლებლობას ვაძლევთ.
კიდევ უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კი შევქმენით ფიზიკური სასაჩუქრე ბარათებიც, რომლებიც საკმაოდ გაყიდვადი აღმოჩნდა. მოგვიანებით კი, ეს ბარათები ციფრულ ბარათებად ვაქციეთ.
რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათების გამოყენება და როგორი გავლენა იქონია ამან კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე?
როდესაც ინფორმაცია ვნახე, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნის ფუნქცია დაემატა, მომენტალურად მივმართე ბანკს, რადგან სწორედ ეს იყო ის, რაც ძალიან გამოადგებოდა ჩემს ბიზნესს.
ციფრული სასაჩუქრე ბარათი ბიზნესისთვის იდეალური პროდუქტია. ბიზნესს არ უწევს სხვადასხვა რესურსის ხარჯვა ფიზიკური სასაჩუქრე ბარათების დამზადებაზე, გაცემასა და მიწოდებაზე. მომხმარებლები კი დროსა და ენერგიას ზოგავენ და ნებისმიერ მომენტში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, იქ, სადაც ინტერნეტი და მობილური ტელეფონია, ახლობლებს, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს ახარებენ.
ციფრულმა სასაჩუქრე ბარათებმა არა მხოლოდ გაზარდა გაყიდვები, არამედ ბევრად ცნობილი გახადა ჩემი კომპანია. ათასობით ადამიანი ყოველდღიურად საქართველოს ბანკის მობილბანკში ნახულობს ჩვენი კომპანიის შეთავაზებას და ცხადია, ეს მოქმედებს ცნობადობის ამაღლებაზე, რაც მომხმარებლების რაოდენობისა და შემოსავლების ზრდაზეც აისახება.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მარტში ციფრული სასაჩუქრე ბარათებით 5-ჯერ გაიზარდა გაყიდვები სასაჩუქრე ბარათების ნაწილში. გაყიდვების დინამიკა განსაკუთრებით იზრდება სხვადასხვა დღესასწაულზე, როგორიცაა ახალი წელი, დედის დღე, 8 მარტი და ა.შ. თანაც, საქართველოს ბანკის გუნდი ნებისმიერი დღესასწაულისთვის შესაბამისი დიზაინის ბარათებს ამზადებს.
ბიზნესს, რომელსაც აქვს ფიზიკური სასაჩუქრე ბარათები და სურს, რომ გაზარდოს გაყიდვები, ვურჩევ, მიმართოს საქართველოს ბანკს, კერძოდ კი გამოიყენოს ბიზნეს მენეჯერის ციფრული პლატფორმა და რამდენიმე მარტივი პროცედურის შემდეგ, ციფრული ბარათების შეთავაზება საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში განათავსოს. ბარათის გამოყენება იმაზე ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. საქართველოს ბანკის ტერმინალზე რამდენიმე დაწკაპუნებით შესაძლებელია მომხმარებლის მიერ წარდგენილი ბარათების გადამოწმება და გატარებული სასაჩუქრე ბარათების ბაზაში შეტანა. ანალიტიკის ნახვა კი ბიზნეს მენეჯერშია შესაძლებელი.
იყენებთ საქართველოს ბანკის სხვა ციფრულ პროდუქტებს? რა საკითხების მოგვარებაში გეხმარებათ ისინი?
ბოლო პერიოდში, მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ საქართველოს ბანკის ციფრული არხები, ბიზნეს მობილბანკი, ბიზნეს მენეჯერი და სხვა, რაც შემოსავლების ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს. Manager-ის საშუალებით მარტივად ვამატებთ სხვადასხვა შეთავაზებებს. ვიყენებთ საქართველოს ბანკის საგადახდო სისტემასაც, რომელიც სწრაფი და ოპტიმიზირებულია. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ საქართველოს ბანკის საგადახდო სისტემა ერთადერთია, რომელიც მომენტალურად ასახავს გადახდილ თანხებს ჩემს ბიზნეს ანგარიშზე.
მოგვიყევით გამოწვევებზეც და გვიამბეთ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ბიზნესი 2021 წელს დავაარსე, რაც პანდემიის პერიოდს დაემთხვა. ბევრი სირთულის წინაშე აღმოვჩნდით. რეგულაციების გამო, გასართობი სექტორი გამოეთიშა ჩვენს ყოველდღიურობას და სამწუხაროდ, არც ის იყო ცნობილი, თუ როდის აღდგებოდა ფუნქციონირება. თუმცა, არ დავნებდი, რადგან ყოველთვის მჯერა გამარჯვების და ვეთანხმები საქართველოს ბანკის სლოგანს: არ გაჩერდე; საუკეთესო წინ არის. ყოველთვის ვკითხულობ ამ წინადადებებს სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ბანერზე, ბილბორდებზე და დაუჯერებელი მოტივაციით ვიმუხტები.
ჩემი ბიზნესი ახლა განვითარების გზაზეა. სულ მალე, თბილისში, გართობის მოყვარულებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, კიდევ უფრო განვითარებულ ფილიალებში ვუმასპინძლებთ. განსაკუთრებული მოთხოვნიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეში ახალი სათამაშო სივრცე გაიხსნება, სადაც განსხვავებული სერვისები იქნება წარმოდგენილი. იმუშავებს კორპორატიული განყოფილებაც, რომელიც კომპანიებისთვის თიმბილდინგის მოწყობაზე იზრუნებს.
ციფრული სასაჩუქრე ბარათის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. ბარათის შესაქმნელად კი, პირველ რიგში, უნდა შეხვიდეთ ბიზნეს მენეჯერში იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკში. შექმენით ციფრული სასაჩუქრე ბარათი მარტივად და გააცანით თქვენი ბიზნესი საქართველოს ბანკის 1 400 000-ზე მეტ მომხმარებელს.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
კომენტარები