ხატია დეკანოიძე

25 Apr. 2024, 12:46

არაერთხელ მითქვამს, რომ ეს აქციები [რუსული კანონის საპროტესტო] არ არის ოპოზიციის ორგანიზებული. ეს აქციები ტარდება ყოველდღე და დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება. ერთადერთი ბიძინა ივანიშვილის რაც უნდა, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები დააპირისპირონ. ასევე, პირველ რიგში, ეს უნდა რუსეთს.

საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, არიან ძალიან აზრიანები და ჭკვიანები, ამიტომ ჩვენ, მათაც და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა და არ გვინდა ივანიშვილის რუსული მმართველობა, გათვითცნობიერებული გვაქვს რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ფრთხილები უნდა ვიყოთ.

ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმეს უნდა დაპირისპირება — ეს არის ივანიშვილი. ჩემი ინფორმაციით, აქცია იქნება ყოველდღე, ისედაც ასე ხდება და ყოველდღე დადიან ახალგაზრდები.

29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად, რომელსაც ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი ხელისუფლება ატარებს იმ ადგილას, რომელიც დამოუკიდებლობის, დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი საქართველოს სიმბოლოა. საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც 9 აპრილი და დამოუკიდებლობა დაიბადა. ამიტომ, ეს არის ყველაზე დიდი მკრეხელობა, რომელსაც აიძულებენ, მათ შორის, ადმინისტრაციულ რესურსს, რომ ჩამოვიდნენ და ამ მარშში მიიღონ მონაწილეობა.

თქვა ხატია დეკანოიძემ, პარტია ევროოპტიმისტების დეპუტატმა (წყარო — ინტერპრესნიუსი). 

ქართულმა ოცნებამ 29 აპრილს რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია დააანონსა. მმართველი პარტია მოუწოდებს მოსახლეობას, 29 აპრილს პარლამენტთან შეიკრიბონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
  5. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს

მოკლედ: საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებით, საქართველოს მოქმედ, მე-10 მოწვევის პარლამენტთან, თანამშრომლობის…