საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
საქართველოს ბანკისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია GAIA-ს პარტნიორობით, მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია, 27 აპრილს, ფაბრიკაში გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი ქართული და სხვა მცირე რესურსის ენებზე მომუშავე მკვლევარებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, გამოწვევებისა და მისი გადაჭრის გზების ძიებაა.
კონფერენცია ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი ქართული ენის მოდელების განვითარების საჭიროებაზე, გამოცდილებასა და არსებულ პროგრესზე საუბარს დაეთმობა, რომელიც პანელური დისკუსიით გაგრძელდება. დისკუსიისას განხილული იქნება არსებული საერთაშორისო გამოცდილება; ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული ენის მოდელებზე მომუშავე მკვლევარები დგანან და ასევე, ის თუ როგორია ამ გამოწვევების გადაჭრის გზები.
ღონისძიებაზე სპიკერებს შორის არიან:
- ზაალ გაჩეჩილაძე, რაფაელ კალანდაძე - AI Lab;
- ზურა ძინძიბაძე - საქართველოს ბანკი;
- თეიმურაზ საღინაძე - Georgian AI Networking and Twinning Initiative;
- რატი სხირტლაძე - მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია;
- სანდრო ბარნაბიშვილი - Ex Microsoft.
მოწვეულ სპიკერთა შორის კონფერენციაზე იქნებიან ჰრანტ ხაჩატრიანი — Yerevann Lab- იდან და ალექსა გორდიჩი — Ex DeepMind, Runa AI-დან.
"საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც ქართული მეტყველების ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს და ქართული ენის გაციფრულებას ისახავს მიზნად. ჩვენ 2020 წლიდან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები, შევქმენით აუდიოს გამტექსტებელი, ენის მოდელი და მრავალდარგობრივი ცოდნის ბაზები, რასაც გამუდმებით ვხვეწთ და ვავითარებთ. ამ მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო გამოცემა Global Finance - მა საქართველოს ბანკი AI-ის მიმართულებით ფინანსურ სექტორში 2023 წლის ინოვატორების კატეგორიაში გამარჯვებულად დაახელა. ამჯერად, ჩვენი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნირობის ფარგლებში, ქართული AI-ის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ენის ხელოვნურ ინტელექტთან იმ დონის ადაპტირებას, რომ სამომავლოდ ქართულ ენაზე ChatGPT და მსგავსი აპლიკაციები გამართულად მუშაობდეს. კონფერენციაზე ქართველ მკვლევრებს შესაძლებობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირები უცხოელ კოლეგებთან და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარონ, რაც სამომავლოდ საქართველოში AI მიმართულების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
"ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის უკვე არა არჩევანის, არამედ დროის საკითხია. თუ გვინდა, რომ AI-თი შექმნილი სარგებელი საქართველომაც მიიღოს, ქართულ ენაზე მომუშავე AI საჭიროა, რადგან საქართველოში თითქმის ყველა სფერო — მაგალითად, განათლება, საფინანსო, ჯანდაცვის, კულტურის სექტორები — ქართულად მუშაობს. თუმცა, ქართული ენის მოდელების განვითარების მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ქართულ ენაზე მცირე რაოდენობით ციფრული მონაცემებია ხელმისაწვდომი. კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს ბანკთან მხარდაჭერით ვატარებთ, სწორედ ასეთი მცირერესურსიანი ენების განვითარების ხედვებზე და გამოცდილებაზე შედგება დისკუსია და იმედი გვაქვს, ჩამოყალიბდება ერთიანი ხედვა, როგორ მუშაობს ქვეყანა და AI საზოგადოება ქართული ენის მოდელის განვითარებაზე. ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართული ენის AI-ისთან ადაპტირების გზაზე და ამ პროცესში კერძო სექტორის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქართული AI-ის განვითარებით სწორედ ქართული ბიზნესები და მომხმარებლები მიიღებენ ყველაზე დიდ სარგებელს", — ამბობს გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია GAIA-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი.
ღონისძიების დღის წესრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, ხოლო რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები