15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი — საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე თვეა სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში.
140-მდე სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში — ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკის გუნდში აღნიშნავენ, რომ პარტნიორი უნივერსიტეტების და შესაბამისად, სტიპენდიატების რაოდენობა წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
"საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც ნიჭიერი, მიზანდასახული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ვქმნით განათლების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
სტუდენტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიები მათი შრომის დაფასებაა, რომელიც აძლევს მათ დამატებით მოტივაციას და უღრმავებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
"ჩვენ გვჯერა, რომ მცირე წარუმატებლობას შენი შეჩერების უფლება არ უნდა მისცე; საქართველოს ბანკის სტიპენდიაც ხომ სწორედ ამისთვისაა", — აღნიშნავენ სტიპენდიატები.
რა არის საქართველოს ბანკის სტიპენდია და როგორ შეძლებ მის მოპოვებას?
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 15 პარტნიორ უნივერსიტეტში.
გამარჯვებულების გამოსავლენად კრიტერიუმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ. თუმცა, მთავარი მაღალი აკადემიური მოსწრება და სტუდენტების მოტივაციაა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი.
ამასთან, საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა აბიტურიენტებს ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვისთანავე შეუძლიათ. ამ შემთხვევაში, გამარჯვებულის შესარჩევად განსხვავებული კრიტერიუმები მოქმედებს.
"გრანტი, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასიხარულოა, მაგრამ არც უგრანტობით სრულდება წარმატების გზა. თუ იმაზე ნაკლებ შედეგს მიიღებ, ვიდრე ელოდი, თავს ნუ უსაყვედურებ, ეცადე იპოვო, რა გაქვს გამოსასწორებელი და იმაზე იმუშაო, წინ კიდევ ბევრი შანსია წარმატებისთვის", — აღნიშნავს ლილი კერესელიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი.
საქართველოს ბანკის მიზანი ახალგაზრდების და მათი განვითარების ხელშეწყობაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არ არის ერთჯერადი ინიციატივა. სტიპენდიის მოპოვების ან მისი შენარჩუნების შესაძლებლობა ახალგაზრდებს მომავალშიც ექნებათ.
სტიპენდიებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები