სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
მოკლედ: 14 ამერიკელი სენატორისგან შემდგარმა ორპარტიულმა ჯგუფმა წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელშიც შეშფოთება გამოხატა "რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის შესახებ".
- წერილში, რომელიც ამერიკის ხმამ მოიპოვა, სენატორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე, აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.
დეტალები: სენატორების განცხადებით, შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს და მის ურთიერთობას აშშ-სთან. მათ გააფრთხილეს პრემიერი, რომ კანონს მიიღებენ, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ს პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
- წერილში, სენატორები, ასევე, აღნიშნავენ, რომ ეს კანონი არ ასახავს აშშ-ს არცერთ კანონს და ის "გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში."
"1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აშშ-მა და ევროპამ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ტრანზიციის მხარდასაჭერად", — ნათქვამია წერილში.
- თუ კანონპროექტი დამტკიცდება, სენატორები აცხადებენ, რომ ის საქართველოს მთავარ პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მავნე აქტორებად შერაცხავს, "ასეთი ცვლილება კი მოითხოვს აშშ-ს პოლიტიკის შეცვლას საქართველოს მიმართ".
- წერილი ინიციირებული იყო სენატორების ჯინ შაჰინისა და ჯეიმს რიშის მიერ. ხელმომწერებს შორის არიან კარდინი, ლინდსი გრემი, კრის კუნსი, პიტ რიკეტსი, რიჩარდ დურბინი, როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენტალი, ტომ ტილსი, ტიმ კეინი, დენ სალივანი, შელდონ ვაითჰაუსი და მარტინ ჰაინრიხი.
სენატორების წერილის საჯაროდ გახმაურებამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა მკაცრი განცხადება, რომელშიც მოუწოდებდა მმართველ პარტიას ქართულ ოცნებას, გაეწვია აგენტების კანონპროექტი და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, "გადაუხვიოს ამ დესტრუქციული გზიდან“.
- ჰელსინკის კომისია ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში. მისი წევრები არიან აშშ-ის სენატიდან, აშშ-ის პალატიდან და ქვეყნის აღმასრულებელი შტოდან.
ბოლო ხაზი: რუსული კანონპროექტი, რომლის წარდგენამ შარშან სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი პროტესტი გამოიწვია და აიძულა მმართველი პარტია, კენჭისყრაზე ჩაეგდო, პარლამენტში წელს კვლავ დაბრუნდა და ქართულმა ოცნებამ ის პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
- მეორე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 29 აპრილს არის დაგეგმილი, ამის შემდეგ ის პლენარულ სხდომაზე გავა, რომლის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები