იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით

ფოტო: Wikipedia
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედი რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. On.ge-ს ინფორმაციით, არხიდან წასულთა შორის არც ერთი არ არის ახალი ამბებისა და პოლიტიკის ჟურნალისტი.
- ვინ წავიდა: ჩვენი ინფორმაციით, იმედი დატოვეს იმედის დილისა და პრაიმშოუს წამყვანებმა.
- On.ge ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა, თუმცა გვითხრა, რომ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ ჯერ ვერ ისაუბრებს.
- ჩვენი ინფორმაციით, ტელევიზიიდან წავიდნენ დილის გადაცემის წამყვანები — ეკა ამირეჯიბი, ზურა ბალანჩივაძე და ნათია ორველაშვილი.
- სავარაუდოდ, მათ შორის, ვინც დატოვა იმედი, ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილიც არიან. ისინი წლების განმავლობაში უძღვებოდნენ არხის გასართობ გადაცემას პრაიმშოუ.
არქივიდან: რატომ დავტოვე "იმედი"? — რუსა შელიას ოპ-ედი
იმედის კონტექსტი: არხმა, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ ენმ-ის რევანშს;
- მას შემდეგ, საინფორმაციო გამოშვებებსა და ანალიტიკურ გადაცემებში არასდროს აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ოპოზიციას "რადიკალებად" მოიხსენიებენ — ხელისუფლების მაღალჩინოსნების მსგავსად.
- გასულ წელს, რუსული კანონის პირველი ინიციირებით გამოწვეული ფართომასშტაბიანი პროტესტისას, ტელევიზიის ახალი ამბების ზოგმა ჟურნალისტმა ევროკავშირის მხარდამჭერი სტატუსები გამოაქვეყნა ფეისბუქზე და საქართველოს ხელისუფლებას შეახსენეს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის თანახმად, "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად."
- წელს, ანალოგიური, რუსული კანონის ინიციირებას არხის საინფორმაციო სამსახურის, ქრონიკის ჟურნალისტებიდან იგივე რეაქცია არ მოჰყოლია.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები