საპროტესტო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

ფოტო: მთავარი არხი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: დღეს, 13 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტი, გურამ ადამია, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
- ინფორმაცია On.ge-ის დაუდასტურა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ქობესაშვილმა.
დეტალები: ეკა კობესაშვილი On.ge-ის უყვება, რომ ადამია შეუძლოდ გახდა დროებითი მოთავსების იზოლატორში და და აუცილებელი გახდა მისი სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
- "ადამია დაახლოებით შუადღისკენ გადაიყვანეს, იზოლატორში შესახლებიდან რამდენიმე საათში. პროცედურები იყო დასაცავი, თორემ მაშინვე იყო გადასაყვანი [კლინიკაში]".
- ადვოკატის თქმით, ადამიას თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა: "დაკავების მომენტში, მასზე მოხდა ანგარიშსწორება სამართალდამცავების მხრიდან".
კონტექსტი: დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან, რუსული კანონის საპროტესტო აქციის 20 მონაწილე დააკავა.
- საპროტესტო აქციიდან, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეო კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდებიან სპეცრაზმელები მოქალაქეებს ფიზიკურად და აკავებენ.
- პოლიციის მხრიდან, მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმაც განაცხადა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები