შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისს, პარლამენტთან, რუსული კანონის საპროტესტო აქციებში მონაწილე ორი პირი დააკავეს.
- უწყება აცხადებს, რომ ისინი ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავა.
დეტალები: შსს-ს მიხედვით,
- დაკავებულებმა ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით, პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
- დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კონტექსტი: 14 მაისს, პარლამენტში, რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია — მათ შორის, რუსთაველის გამზირის ნაწილი, აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გაწმინდა. გამოიყენეს წიწაკის სპრეიც.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე 13 პირი დააკავეს.
- 14 მაისის, საღამოს, როდესაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეების ნაწილმა გმირთა მოედანზე სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადა, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავეს.
გუშინ, 15 მაისს, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" ხელმძღვანელი, გიორგი ოკმელაშვილი დააკავეს.
- სამინისტროს ცნობით, ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
- ოკმელაშვილს 7 წლამდე პატიმრობა ელის.
გაიგე მეტი: მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები