ნონა ქურდოვანიძე

18 May. 2024, 13:29

ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი ამტკიცებს, რომ რუსულ კანონში ჩუმად შემოპარებული ახალი მუხლები ფიზიკურ პირებს არ ეხებათ.

ეხება და თან ისე ეხება, რომ უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრების შემთხვევაშიც კი, სასამართლო სანამ საჩივარს განიხილავს, პირმა ჯარიმა მაინც უნდა გადაიხადოს.

დამატებული მუხლის ფორმულირება ასეთია:

"ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.” ამ ინფორმაციის წარუდგენლობა კი იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

კანონის ენა იცნობს ფიზიკური და იურიდიული პირების ცნებებს. როდესაც კანონში არ არის დაკონკრეტებული, რომ კონკრეტული ჩანაწერი ეხება იურიდიულ პირს ან ფიზიკურ პირს, და ზოგადად წერია, რომ "ყველა პირი", "ნებისმიერი პირი“ "პირი“ — მასში მოიაზრება როგორც ფიზიკური პირი, ასევე, იურიდიული პირი. ჩამატებულ მუხლში სწორედ ასეთი ზოგადი ფორმულირებაა — წერია "ყველა ის პირი", რომელსაც ინფორმაციის წარდგენას მოსთხოვენ. შესაბამისად, არ არსებობს არავითარი სივრცე იმის გამოსარიცხად, რომ ეს კანონი ფიზიკურ პირებს არ ეხება.

უფრო მეტიც, თუ აქამდე მხოლოდ მედია ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები იყო მოხსენიებული, ახლა ჩანაწერით ეს წრე გაფართოვდა და მოიცვა ნებისმიერი შპს, სააქციო საზოგადოება, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა.

დამატებული მუხლებით, იუსტიციის სამინისტროს მიეცა უფლებამოსილება, მიაკითხოს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, ასევე, ნებისმიერ დაწესებულებას, უნივერსიტეტს, სკოლას, ბანკს, აბსოლუტურად ყველას, და მოითხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური და გარკვეული კატეგორიის საიდუმლო ინფორმაციაც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. Reuters: რუსეთმა აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულების პირობები წარუდგინა2589 ნახვა
  2. პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრ A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებები დაუყადაღა2300 ნახვა
  3. ვატო შაქარაშვილი სოლიდარობის ფონდების დაყადაღებას გამოეხმაურა1688 ნახვა
  4. "პუბლიკა": თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს1582 ნახვა
  5. თეთრმა სახლმა "ამერიკის ხმისთვის" დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი დაასახელა970 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~