5 დესერტი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო

ფოტო: საკონდიტრო ბელა
როგორც ცნობილია, წლის ამ მონაკვეთში ტკბილეულის მოყვარულები ხილის დესერტებზე უფრო ხშირად აკეთებენ არჩევანს. ქვემოთ მოცემულ სიაში — უმეტესად ხილის დესერტებს, თუმცა სხვა საინტერესო ტკბილეულსაც წარმოგიდგენთ.

ფოტო: საკონდიტრო ბელა
1. ფრეზიე
ვანილის მსუბუქად დანამული ბისკვიტი, ვანილის მოხარშული კრემისა და ნაღების ჰაეროვანი კრემის ნაზავი და უამრავი მარწყვი — ეს საკონდიტრო ბელას სერიული დესერტის, ფრეზიეს შემადგენლობაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.

ფოტო: საკონდიტრო ბელა
2. ტყის თხილი
ტყის თხილის გამორჩეულ გემოს შოკოლადის დანამული ბისკვიტი, შოკოლადის კრემი, ნუთელა და თხილი ქმნის. ეს დახვეწილი პრემიუმ დესერტი საკონდიტრო ბელას მომხმარებლების უცვლელი არჩევანია.

ფოტო: საკონდიტრო ბელა
3. ქენდი
ქენდის (ასევე საბავშვოს სახელით ცნობილი) დესერტის შემადგენლობა ასეთია: დანამული კლასიკური ბისკვიტი, კარამელისა და ნაღების ცივი კრემი, მოხარშული შესქელებული რძის კრემი, გაფორმებულია კანფეტებითა და ორცხობილებით.

ფოტო: საკონდიტრო ბელა
4. ხილის ტორტი
მარწყვის კონფიტიურით გაფორმებული ხილის ტორტი ტკბილეულის მოყვარულებისთვის გამორჩეულად საყვარელი დესერტია. მსუბუქი და გემრიელი შიგთავსი ასეთია: ვანილის კლასიკური დანამული ბისკვიტი, ვანილის მოხარშული კრემი, სეზონური ხილი, კარაქის ცივი კრემი და ნაღების კრემი.

ფოტო: საკონდიტრო ბელა
5. ხილის დესერტი
თეთრი ნატეხი შოკოლადით დაფარული ეს დესერტი დიდი ხანია საკონდიტრო ბელას ერთგული მომხმარებლების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მისი შემადგენლობა ასეთია: ვანილის დანამული ბისკვიტი, ვანილის მოხარშული კრემი და სეზონური ხილი.
ეს სერიული დესერტები შეგიძლია შეიძინო საკონდიტრო ბელას ფილიალებში ან გამოიძახო გლოვოდან.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები