საბა ბრაჭველი

24 მაი, 2024

ეს პოსტი ეძღვნებათ პოლიციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს.

მეგობრებო, სენატში ინიციირებული სანქციების კანონპროექტში თქვენი სამსახურები სახელდებით არის მოხსენიებული. პარლამენტისა და მთავრობის წევრების გარდა, სწორედ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების დასანქცირებას ითვალისწინებს ეს პროექტი. თუ გაიგეთ ამის შესახებ? და თქვენი აზრით, ვის ინფორმაციას დაეყრდნობა სენატი სანქცირების სიის შედგენისას?

თქვენ გვცემდით, ბოლო კვირები, თვეებიც. პლაკატებს აკრავდით, ეხმარებოდით ხალხის დაშინებაში, ლაიქების მოგროვებაში, ყველაფერში, რასაც გეტყოდნენ. ჩვენ ხელს არ გიბრუნებდით. ჩვენი პასუხი ძალადობა არ იქნება. ჩვენი პასუხი იქნება ის, რომ თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ ამ ქვეყნის რუსულ კუბოდ გადაქცევაში მონაწილეობას, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენივე გათხრილ სამარეში მოგიწევთ ცხოვრება თქვენც და თქვენს ოჯახებსაც. ვეღარ გაიქცევით.

სიაში პირობითი ირაკლი ღარიბაშვილის შეტანაზე სენატორები შეიძლება ორჯერ დაფიქრდნენ. თქვენზე არავინ დაფიქრდება. იქნებით სანქცირებული ინდივიდი N1037 და ამით დასრულდება ყველა თქვენი გეგმა ბ. პარლამენტარებს და თქვენს უფროსებს აქვთ ფული, მიხედავენ თავს. თქვენ რას აპირებთ?

მეგობრებო, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. ნუღარ დაეხმარებით უკანონობაში, თორემ გამჭვირვალობა და დანაშაულების სააშკარაოზე გამოტანა სინამდვილეში ზუსტადაც ჩვენი, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მთავარი იარაღია. უბრალოდ, ამჯერად ეს ნოდარ მელაძის გადაცემაზე ბევრად, ბევრად უფრო მტკივნეული ფორმით განხორციელდება.

მეგობრებო, ეს ქვეყანა გარუსების რეალური საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ ხუმრობების დრო დასრულდა. დაფიქრდით საკუთარ მომავალზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს7176 ნახვა
  2. ლაშა პაპაშვილის ფერმა "ყვარლის ბაგა", რომლის რძესაც "სოფლის ნობათი", "სანტე" და "აგროჰაბი" ყიდულობს — ძროხას ქათმის ნაკელს აჭმევდა6734 ნახვა
  3. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1999 ნახვა
  4. რუსეთის რამდენიმე ოლქში ორსულ სკოლის მოსწავლეებს ერთჯერად ფულად დახმარებას, 100 000 რუბლს გადასცემენ1898 ნახვა
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1747 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნათია მეზვრიშვილი: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნით ივანიშვილი ახდენს კორუფციული გარიგებების სრულ მონოპოლიზებას

პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ოცნების ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~