არასამთავრობოები გეგმავენ, მიმართონ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, საჩივარს ამზადებენ სტრასბურგისთვისაც

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ გააგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ:
- "ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად, კანონის უპირობო გაუქმებამდე".
განცხადება: "ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება.
- თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ერთადერთ გზად ჩვენი სამართლებრივი ბრძოლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულ სამართლებრივ მექანიზმს.
- პარალელურად, ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს.
- ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!".
გაიგე მეტი: "ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას — არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" — არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები