ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით აშშ-ში და დასაქმდი წამყვან ინსტიტუტებში — ფულბრაიტის სტიპენდიატის გამოცდილება
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, 2014 წლიდან ბანკი ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობს და Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, გამორჩეულ კანდიდატებს აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში 2 წლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და საცხოვრებელ ხარჯებს 100%-ით უფინანსებს. თუმცა, მთავარი პირობაა, სტიპენდიატები სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყანაში სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებას მოახმარონ.
Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიით უკვე 12-მა ახალგაზრდამ მიიღო განათლება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. მათი ნაწილი კი დაბრუნების შემდეგ საქართველოს ბანკის გუნდს შეუერთდა.
მათ შორისაა გიორგი გვასალია, რომელიც 2022 წლის პროგრამის გამარჯვებულია. მან Texas A&M University-ის აეროკოსმოსური ინჟინერიის, აეროდინამიკისა და ძრავების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა და შინ ახლახან დაბრუნდა — ახალი მიზნებით, ცოდნითა და გამოცდილებით.
ახლა ის საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე მუშაობს და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მომხმარებელთათვის გამორჩეულ საბანკო გამოცდილების შექმნას.
მიმავალი გზა Fulbright-ამდე
რამდენიმე წელი ვცდილობდი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას. არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მაინც არ დავნებდი და გადავწყვიტე, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგრანტო პროგრამაში Fulbright-ში მეცადა ბედი. საბედნიეროდ, პირველივე ცდაზე მოვიპოვე საქართველოს ბანკისგან სწავლის და ცხოვრების ხარჯების სრული დაფინანსება და ჩავირიცხე ჩემთვის სასურველ უნივერსიტეტში.
ალბათ, ამ პერიოდში ყველაზე რთული ეტაპი ჩემთვის ლოდინი იყო, რომელიც დაახლოებით სამი თვე გაგრძელდა. სულ იმის შიში მქონდა, რომ ვერ გავიმარჯვებდი, რადგან, როგორც წესი, საკმაოდ მრავალწლიანი გამოცდილებაა საჭირო ამ სტიპენდიის მოპოვებისთვის. თუმცა, გამიმართლა და მეც აღმოვჩნდი რჩეულთა შორის.
ყველაფრის საწყისი, ანუ ინჟინერია
ღრმა ბავშვობიდან ვოცნებობდი მხატვრობაზე. დაახლოებით 8 წელი დავდიოდი ხატვაზე და სამხატვროში ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ რადგან ილია ვეკუას სახელობის სკოლაში ვსწავლობდი, ტექნიკური მიმართულებით სწავლის გაგრძელება ვამჯობინე. თუმცა, ვფიქრობ, ის სფერო, რომელიც ავირჩიე, პირდაპირ კვეთაში მოდის შემოქმედებითობასა და ხელოვნებასთან. ჩემი სპეციალიზაციის სფერო აეროდინამიკაა, რომელიც მიზნად ისახავს იმ ამოცანების ამოხსნას, რასაც პირდაპირი ანალიტიკური გზით ამონახსნი არ აქვს. ანუ, ჩემი პროფესიის მიზანია რიცხვითი მეთოდებით საინჟინრო ამოცანების ოპტიმიზაცია, რაც კრეატიული გზით ობიექტურ შედეგამდე მისვლას გულისხმობს.
შედეგები
ამ პროგრამის დროს საკმაოდ ბევრი რამის სწავლა მომიწია არამარტო ინჟინერიაში, არამედ საკუთარ თავზეც. საკმაოდ რთული და საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში და, მგონია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანიც, რადგან ბოლომდე მომიწია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.
ჩემს საკვლევ თემად მანქანური სწავლების გავლენა კომპიუტერულ აეროდინამიკაზე ავარჩიე, რადგან ეს სფერო დღითიდღე ყველგან გვხვდება და, ჩემი აზრით, დღეს თუ არა, ახლო მომავალში ყველაზე მოთხოვნადი პროფესია იქნება.
ამჟამად მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე ვმუშაობ. ამ მიმართულებით პირველივე წელს დავინტერესდი და სასწავლო კურსთან ერთად ვცდილობდი შესწავლას. მიხარია, რომ, ამხელა დატვირთვის მიუხედავად, ორივე ფრონტზე წარმატებით შევასრულე დასახული გეგმა და ამჟამად საქართველოს ბანკს შემოვუერთდი.
საქართველოს ბანკი, როგორც ახალი აღმოჩენების სივრცე
სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე დავიწყე საქართველოს ბანკთან გასაუბრება, მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე დასაქმების თაობაზე.
ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მონაცემთა მეცნიერის პროფესიით მუშაობა მქონდა გადაწყვეტილი, ამ მიმართულებით კი საქართველოს ბანკი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობა იყო ჩემთვის, რადგან დღესდღეობით ის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოში.
რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრების წარმატებით დასრულების შედეგად, ჩამოსვლისთანავე შევუერთდი საქართველოს ბანკის დიდ გუნდს და მჯერა, რომ საუკეთესო წინ არის.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია 1 მაისს დაიწყო და 1 აგვისტოს დასრულდება. აღმოაჩინეთ თქვენზე მორგებული შესაძლებლობები და არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
-
გადახედვა"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ "ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ
-
გადახედვაქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო
-
გადახედვაანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია ანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია
-
გადახედვა"მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს "მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება სალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება
-
გადახედვაევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება ევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება
-
გადახედვა"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს "სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება
-
გადახედვაკასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს
-
გადახედვაThe Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა The Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა
-
გადახედვასადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს
-
გადახედვაგანათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია განათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია
-
გადახედვაესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა ესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა
-
გადახედვალონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად
კომენტარები