გიორგი ვაშაძე: მილიონამდე გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიზნობრივ პროგრამებს მიიღებენ
პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო ბლოკში შემავალი ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე On.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბურჭულაძის დაპირება სოციალური დახმარების მიმღებ მოქალაქეთა რაოდენობის გაორმაგების შესახებ არასწორად იყო აღქმული, თუმცა მიზნობრივი პროგრამებით საერთო პროგრამების ჩანაცვლებას გულისხმობდა:
"ჩვენი სოციალური პროგრამა ითვალისწინებს, რომ მიზნობრივი პროგრამები იყოს მეტი და საერთო პროგრამები იყოს ცოტა. ვგულისხმობთ იმას, რომ არის პროგრამები, რომლებიც შემოსავლიანებზე და არაშემოსავლიანებზე თანაბრად ნაწილდება.
ჩვენი დათვლებით, მილიონამდე გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიზნობრივ პროგრამებს მიიღებენ. ეს შეიძლება იყოს სოციალურად დაუცველების პროგრამა, ჯანდაცვის უფასო პროგრამები და ა.შ."
ვაშაძე On.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძის ნათქვამი მისი "ზეპირი საუბრის დროს" არასწორად იყო აღქმული და ამას მოჰყვა ინტერპრეტაციები.
"საუბარი იყო მიზნობრივი დახმარებების ზრდაზე, რომ არა ყველა იღებდეს დახმარებას, არამედ ის ჯგუფები, ვისაც რეალურად უჭირს. რაც შეეხება მათ ორჯერ გაზრდას, დიახ, მათი რაოდენობა გაიზრდება, რადგან ვინც ყველაზე ნაკლებად შემოსავლიანია, ის მიიღებს როგორც ფინანსურ, ისე სხვა დახმარებას, ვინც ცოტა მეტ შემოსავლიანია, ის სხვა ტიპის დახმარებას მიიღებს და ა.შ.".
გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის სწორად გადანაწილების შემთხვევაში, ეს იდეა რეალურია.
გუშინ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, იმ ადამიანების რიცხვს გაზრდის, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ:
"ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს".
ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ბურჭულაძის განცხადება მექანიკური უზუსტობა იყო.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები