პაველ ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

19 ივნ, 2024

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში, ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ურთულეს პერიოდს გავდივართ. არაერთხელ ვთქვით, რომ უცხოური გავლენის შესახებ მოქმედი კანონი არახელსაყრელ ეფექტს მოახდენს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომდევნო კვირაში ევროკავშირი განიხილავს შედეგებს, დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, რამდენიმე დღის შემდეგ კი – ლიდერების დონეზე. პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში ამ მოვლენებზე საპასუხოდ. ამ კანონმა საქართველოს წინსვლის პერსპექტივაზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია საჭიროებს ერთსულოვნებას. ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადებები, რომ ისინი წინააღმდეგი იქნებიან საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, თუკი ეს კანონი ამოქმედდება. ის უკვე ამოქმედდა და შედეგები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

[კანონის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის მხრიდან რა ვერსიები განიხილება საქართველოს წინააღმდეგ]: ეს ითქვა ხმამაღლა და მკაფიოდ ჩემი ხელმძღვანელების მიერ, ევროპული კომისიის პრეზიდენტმაც თქვა, ისევე როგორც უმაღლესმა კომისარმა, მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს. ევროკომისიის სამსახურმა, საგარეო ქმედებათა სამსახურმა, ჩვენ მოვამზადეთ სხვადასხვა ვარიანტი, ეს ჩამონათვალი გავუზიარეთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ისინი გადაწყვეტენ, რა ვარიანტები განახორციელონ. ეს გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს საგარეო მინისტრების დონეზე ორშაბათს ლუქსემბურგში და შემდეგ 27 ივნისს ევროპული საბჭოს დონეზე – პრეზიდენტების და პრემიერების, რაც ევროკავშირში ყველაზე მაღალი დონეა. მინდა, დავამატო, რომ ეს ხდება უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში, ზუსტად მომდევნო კვირას. ასე რომ, ძალიან გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, პრაქტიკულად, გაჩერებული, გაყინულია და, ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან.

ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ახლო და თანამოაზრე პარტნიორია. ჩვენ ვცდილობთ, ყველა საკითხთან მიმართებაში პოზიციების კოორდინირება მოვახდინოთ, თუმცა ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია, არის ძალიან განსხვავებული გასაგები მიზეზების გამო. ევროკავშირი მთავრობათაშორისი ინსტიტუტია, რომელიც 27 სუვერენული ქვეყნისგან შედგება. ზოგჯერ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ, ვცვლით ინფორმაციას, მაგრამ ქცევა ხშირად არ არის იდენტური და არც არის საჭირო, რომ იდენტური იყოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაშა პაპაშვილის ფერმა "ყვარლის ბაგა", რომლის რძესაც "სოფლის ნობათი", "სანტე" და "აგროჰაბი" ყიდულობს — ძროხას ქათმის ნაკელს აჭმევდა8999 ნახვა
  2. რუსეთის რამდენიმე ოლქში ორსულ სკოლის მოსწავლეებს ერთჯერად ფულად დახმარებას, 100 000 რუბლს გადასცემენ8848 ნახვა
  3. TI: ცნობილია "ქართული ოცნების" 98 წარმომადგენლის ვინაობა, რომლებიც დასავლურმა სამყარომ დაასანქცირა3232 ნახვა
  4. კიმბერლი ლოუ წერს, რომ მსოფლიო მშვიდობის სამიტზე, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება, ტრამპი, პუტინი და სი ძინპინია მოწვეული2204 ნახვა
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა2056 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს შეხვდა

ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~