3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მოქალაქეებს საგამოცდო ცენტრებამდე დამატებითი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება — თბილისის მერია
92
წაკითხვა
1
გაზიარება
მოკლედ: თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მოქალაქეებს საგამოცდო ცენტრებამდე დამატებითი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება.
- ავტობუსები, სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ.
დეტალები: პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ თბილისის N39, N103, N133, N147, N175, N177, N191 და N207 საჯარო სკოლების მიმდებარედ, სადაც საგამოცდო ცენტრები იქნება განთავსებული.
- N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორია);
- N39, N177 და N191 საჯარო სკოლების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს ასევე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან;
- N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები გადაადგილდებიან მეტროსადგურ სამგორის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი);
- N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა, ყოფილი ტრანსპორტის ქუჩა);
- რაც შეეხება N133 და N207 საჯარო სკოლებს, საგამოცდო ცენტრები მეტროსადგურ ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შესაბამისად, მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, გამოიყენებენ უკვე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს.
გაიგე მეტი: 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება — დეტალური განრიგი
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები