მსოფლიოში პირველი მის ხელოვნური ინტელექტი მაროკოელი ბოტი გახდა
სულ ცოტა ხნის წინ, ისტორიაში პირველად, ხელოვნური ინტელექტით (AI) შექმნილი პერსონაჟებისთვის სილამაზის კონკურსი გაიმართა. კონკურსში, რომელშიც 1 500-ზე მეტი კომპიუტერულად გენერირებული ქალის გამოსახულება მონაწილეობდა, გამარჯვება მაროკოელ კენზა ლაილის ხვდა წილად.
ლაილი, რომელიც ჰიჯაბს ატარებს, აქტივისტად და ინფლუენსერად გვეცნობა. ინსტაგრამზე მას 195 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. აღწერიდან ვიგებთ, რომ მისი შექმნილი კონტენტი მაროკოულ კულტურას წარმოაჩენს და მიზანმიმართულია მაროკოსა და შუა აღმოსავლეთში ქალების გაძლიერებისკენ. პერსონაჟის შემქმნელები კონკურსში გამარჯვებისთვის სოლიდურ ფულად ჯილდოსაც მიიღებენ.
მის ხელოვნური ინტელექტის კონკურსი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელთა საერთაშორისო დაჯილდოების (WAICA) პროექტია. ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მიზანია, გვაჩვენოს, "როგორ იცვლება სილამაზისა და შემოქმედებითობის აღქმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში". მის ხელოვნური ინტელექტის გამოსავლენად კი 4-წევრიანი ჟიური შეიქმნა: ორი ადამიანი და ორი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პერსონაჟი. შეფასება სამ კრიტერიუმს ეყრდნობოდა: ნამდვილობა, ტექნოლოგიური გამართულობა და პოპულარობა.
"უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, AI ტექნოლოგიების შემქმნელები წარმომეჩინა და ხელოვნური ინტელექტის დადებითი გავლენისთვის გამესვა ხაზი", — აღნიშნავს ლაილი, — "მის ხელოვნურ ინტელექტში გამარჯვება კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა, რომ AI ტექნოლოგიის დახვეწა განვაგრძო".
ლაილი ასევე აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ხელსაწყო არაა — "ის ასევე არის რევოლუციური ძალა, რომელსაც ინდუსტრიების ჩამოშლა, დამკვიდრებული ნორმების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და აქამდე არარსებული შესაძლებლობების გაჩენა შეუძლია". მის ხელოვნური ინტელექტი ამატებს, რომ AI ადამიანური შესაძლებლობების შესავსებადაა შექმნილი და არა — მათ ჩასანაცვლებლად.
"ხელოვნური ინტელექტის პოტენციალისა და დადებითი გავლენის ჩვენებით, მსურს, გავაქარწყლო შიშები და პოპულარიზება გავუწიო ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის მიმღებლობას, თანამშრომლობას", — აღნიშნავს ლაილი, — "განათლებითა და პოზიტიური მაგალითების ჩვენებით, ჩვენს საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის როლზე უფრო ინფორმირებული ვიქნებით და მას ოპტიმისტურად დავინახავთ".
ლაილის გარდა, მის ხელოვნური ინტელექტის პრიზიორები გახდნენ ფრანგი ლალინა და პორტუგალიელი ოლივია. მეორეადგილოსან ლალინას ინსტაგრამზე 95 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და იგი მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურასა და მსოფლმხედველობას შორის ურთიერთგაგების, ტოლერანტობისა და ემპათიის პოპულარიზებას. რაც შეეხება ოლივიას, რომელმაც კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა, იგი 10 ათასზე მეტ გამომწერს "დიდ, ნამდვილ სამყაროში AI მოგზაურად" წარუდგენს თავს.
კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პროექტი შესანიშნავი საშუალებაა AI შემქმნელების მიღწევების საჩვენებლად და სტანდარტის ასამაღლებლად.
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მის ხელოვნური ინტელექტის მიზანი უფრო ტექნოლოგიური ინოვაციის წახალისებაა, ბევრი ხაზს უსვამს მისით შექმნილ საშიშროებას — სილამაზის არარეალისტური სტანდარტებისა და ტოქსიკური მოლოდინების ნამდვილი ქალებისთვის თავსმოხვევას.
-
გადახედვაომბუდსმენი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება "თბილისი მოლთან" დაკავებებისას მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე ომბუდსმენი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება "თბილისი მოლთან" დაკავებებისას მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე
-
გადახედვაპოლიცია "თბილისი მოლთან" გამართული აქციის არაერთ მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა პოლიცია "თბილისი მოლთან" გამართული აქციის არაერთ მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა
-
გადახედვა"თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციაზე ამ დროისთვის [19:05] ათზე მეტი პირია დაკავებული "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციაზე ამ დროისთვის [19:05] ათზე მეტი პირია დაკავებული
-
გადახედვაარსებული ინფორმაციით "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს არსებული ინფორმაციით "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს
-
გადახედვათბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "TV პირველის" ოპერატორი დაშავდა თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "TV პირველის" ოპერატორი დაშავდა
- გოგა მემანიშვილი: თუ არ დაგვემორჩილებიან [აქციის მონაწილეები] და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ გოგა მემანიშვილი: თუ არ დაგვემორჩილებიან [აქციის მონაწილეები] და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ
-
გადახედვათავისუფალი უნივერსიტეტიდან "თბილისი მოლის" მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიძრა თავისუფალი უნივერსიტეტიდან "თბილისი მოლის" მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიძრა
-
გადახედვასახალხო დამცველი "ეთნიკური უმცირესობების საბჭოს" წევრთა ნაწილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა სახალხო დამცველი "ეთნიკური უმცირესობების საბჭოს" წევრთა ნაწილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს შალვა პაპუაშვილის მუქარას "პუბლიკის" მიმართ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს შალვა პაპუაშვილის მუქარას "პუბლიკის" მიმართ
-
გადახედვაშსს თბილისის გასასვლელთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს თბილისის გასასვლელთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვა"პუბლიკა": მუქარად აღვიქვამთ შალვა პაპუაშვილის თავდასხმას "პუბლიკაზე" "პუბლიკა": მუქარად აღვიქვამთ შალვა პაპუაშვილის თავდასხმას "პუბლიკაზე"
-
გადახედვაადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო
-
გადახედვანიკა სიმონიშვილის თქმით, დადგენილება, რომლითაც მთავრობამ გზის ბლოკირება დანაშაულად გამოაცხადა, ძალაში 1-ლი თებერვლიდან შედის ნიკა სიმონიშვილის თქმით, დადგენილება, რომლითაც მთავრობამ გზის ბლოკირება დანაშაულად გამოაცხადა, ძალაში 1-ლი თებერვლიდან შედის
-
გადახედვა"გალერია თბილისის" მეორე სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა "გალერია თბილისის" მეორე სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა
-
გადახედვაჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა დააკავეს და სამტრედიის იზოლატორში იმყოფება ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა დააკავეს და სამტრედიის იზოლატორში იმყოფება
-
გადახედვანანკა კალატოზიშვილი: ხელისუფლებას აწყობს ღარიბი ხალხი, ამას ერთი მიზეზი აქვს მორჩილება და მართვა ნანკა კალატოზიშვილი: ხელისუფლებას აწყობს ღარიბი ხალხი, ამას ერთი მიზეზი აქვს მორჩილება და მართვა
-
გადახედვაროდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასე გაყიდვა? — სალომე ზურაბიშვილი EMAAR-ჯგუფის $6 მლრდ-იან ინვესტიციაზე როდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასე გაყიდვა? — სალომე ზურაბიშვილი EMAAR-ჯგუფის $6 მლრდ-იან ინვესტიციაზე
-
გადახედვახვალ თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის — ადვოკატის განმარტება ხვალ თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის — ადვოკატის განმარტება
-
გადახედვამინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს — სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ჩავიდა მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს — სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ჩავიდა
-
გადახედვაახალი თეატრის მანიფესტი ბათუმში ჩავიდა ახალი თეატრის მანიფესტი ბათუმში ჩავიდა
-
გადახედვააბსურდი! ტერორი! არაადამიანობა! — თამთა მიქელაძე აქტივისტების ჩხრეკას ეხმაურება აბსურდი! ტერორი! არაადამიანობა! — თამთა მიქელაძე აქტივისტების ჩხრეკას ეხმაურება
კომენტარები