საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, დღეს, ახალი ვებსაიტის პრეზენტაცია გამართა. საიტზე Chemikhma.ge განთავსებულია 36 კითხვისგან შემდგარი კითხვარი, რომელიც შეავსო შვიდმა პარტიამ:

  • დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • ეროვნული ფორუმი;
  • თავისუფალი დემოკრატები;
  • მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;
  • გირჩი;
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია;

საიტზე შესული მომხმარებელი ავსებს იმავე კითხვარს, შემდეგ კი თავის პასუხებს ვებგვერდი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ გაცემულ შესაბამის პასუხებს ადარებს და აჩვენებს, თუ რომელ პარტიასთან რამდენ პროცენტიანი თანხვედრა აქვს.

ორგანიზაციის ცნობით, საიტი შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმაროს ამომრჩეველს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სასურველი არჩევანის გაკეთებაში.

ორგანიზაციის თქმით, კითხვარი გადაეგზავნა 12 პოლიტიკურ პარტიას, აქედან ხუთმა კითხვარის შევსებაზე უარი განაცხადა:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა;
  • პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის;
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
  • პატრიოტთა ალიანსი;
  • საქარველოს კონსერვატიული პარტია;