რა ქონებას ფლობს მოსამართლე, რომელიც სასამართლოზე ყოფნის ნაცვლად ძაღლებს ასეირნებს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა ყოფილიყო და სხვა მოსამართლეებთან ერთად განეხილა გიგი უგულავასა და კაბელების საქმესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელი, თბილისში იმყოფებოდა. რუსთავი 2-მა ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ იმ დროს გადაიღო, როცა ძაღლებს ასეირნებდა. მოსამართლემ არ უპასუხა კითხვებს, რა მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში და რატომ არჩია პროცესზე დასწრებას ძაღლების გასეირნება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება, კონკრეტულად რა მიზეზით გადაიდო დღევანდელი სხდომა. სასამართლოს ცნობით, მხარეებს დამატებით ეცნობებათ არსებითი განხილვის თარიღის შესახებ. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა ნაწილი განზრახ, პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე აჭიანურებს აღნიშნული საქმის განხილვას.
ოთარ სიჭინავა 2006 წლის 26 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. 2006 წლის 30 სექტემბერს, ფიცის დადების დღიდან კი შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
ოთარ სიჭინავას ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 16 მაისს აქვს შევსებული. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი 2015 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მონაცემებს შეიცავს.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ოთარ სიჭინავას ქონება დანიშვნის დღიდან ყოველწლიურად იმატებდა. 2006 წელს მისი შემოსავალი დაახლოებით 40 ათასი ლარის ფარგლებში იყო, 2015 წლის განმავლობაში მან მოსამართლის მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ ანაზღაურების სახით მიიღო 115 302 ლარი, 2014 წელს კი 118 ათას ლარზე მეტი. საერთო ჯამში, მოსამართლის პოზიციაზე მუშაობის სანაცვლოდ ოთარ სიჭინავამ 2006 წლიდან 2016 წლამდე მიიღო 760 ათას ლარზე მეტი (აქ არ არის შესული 2016 წლის ანაზღაურება).
გარდა ამისა, ოთარ სიჭინავამ, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებმა, ბათუმში საჩუქრად მიიღო 83მ2 საცხოვრებელი ბინა. დეკლარაციის მიხედვით ოთარ სიჭინავა და მისი ოჯახი ფლობენ შემდეგი სახის ქონებას:
- საცხოვრებელი ბინა ნუცუბიძეზე, თბილისში, 120.00 კვ.მ;
- მიწის ნაკვეთი თელავში, სოფელ წინანდალში, ფართობი - 1074.90 კვ.მ;
- ბინა ბათუმში, რუსთაველის ქუჩა, ფართობი - 69.50 კვ.მ;
- ბინა ბათუმში, მ.აბაშიძე/ვ.ფშაველას ქუჩა 52/18, მშენებარე, ფართობი - 72.20 კვ.მ;
- მიწის ნაკვეთი თელავში, სოფელ წინანდალში, ფართობი - 2061.00 კვ.მ;
- დაუმთავრებელი სახლი თელავში, სოფელ წინანდალში, ფართობი - 71.00 კვ.მ;
- ბინა თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე (საბურთალოს რაიონი) - 61.27 კვ.მ;
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
კომენტარები