ქვიზი: გამოიცანი წიგნი ეპიგრაფით

ფოტო: On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ეპიგრაფი არის ნაწარმოების, ან მისი ცალკეული თავის წინ წამძღვარებული ციტატა, ფრაზა, რომელიც ერთგვარად ახასიათებს ნაწარმოების ძირითად იდეას. ხშირად ეპიგრაფი მკითხველისთვის შეიძლება გზავნილს გამოხატავდეს, რაც ამა თუ იმ წიგნის ძირითადი იდეის ამოსაცნობად მნიშვნელოვანი გასაღებია.
თუ კითხვა შენი საყვარელი საქმიანობაა და იცი, რამხელა ემოცია შეიძლება დაუტოვოს მკითხველს ერთმა პატარა ეპიგრაფმაც კი, მაშინ ეს ქვიზი შენთვისაა.
ქვიზი: გამოიცანი წიგნი ეპიგრაფით
ტესტის დაწყება1 / 10 "ოცდაათ მაისს გზნებით სავსე ხალხი ზეიმობს ვაცის ნადიმს" — ეს ეპიგრაფი ფაქტობრივად პასუხს გკარნახობს
- მარიო ვარგას ლიოსა — "ვაცის ნადიმი"
- ევგენი ზამიატინი — "ჩვენ“
- ჯორჯ ორუელი — "1984“
- გაბრიელ გარსია მარკესი — "პატრიარქის შემოდგომა"
2 / 10 "დრონი მეფობენ და არა მეფენი"— თუ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ხშირად კითხულობ, ამის გამოცნობა არ გაგიჭირდება
- ნინო ხარატიშვილი — "მერვე სიცოცხლე“
- ჯემალ ქარჩხაძე — "მდგმური“
- თამთა მელაშვილი — "შაშვი, შაშვი მაყვალი“
- ზაირა არსენიშვილი — "ვა, სოფელო"
3 / 10 "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს" — ვნახოთ ამის გამოცნობას თუ შეძლებ
- ფიოდორ დოსტოევსკი — "ძმები კარამაზოვები“
- ვლადიმერ ნაბოკოვი — "ლოლიტა“
- ლევ ტოლსტოი — "ომი და მშვიდობა“
- ნიკოლაი გოგოლი — "ტარას ბულბა“
4 / 10 "ყველა ვექილი ოდესღაც ბავშვი იყო" — ეს კი უნდა იცოდე
- ჯონ ბოინი — "ბიჭი ზოლიან პიჟამაში“
- ჰარპერ ლი — "ნუ მოკლავ ჯაფარას"
- შირინ ებადი — "ოქროს გალია“
- ხალიდ ჰოსეინი — "ფრანით მორბენალი“
5 / 10 "კარგი, ვინა ხარ, მაშ, შენ ნეტავი? მე ვარ ნაწილი იმ დიად ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის“ — ეს ეპიგრაფი თუ იცი რომელი წიგნიდანაა?
- ფიოდორ დოსტოევსკი — "დანაშაული და სასჯელი“
- მიხაილ ბულგაკოვი — "ოსტატი და მარგარიტა“
- ანდრეი პლატონოვი — "ქვაბული“
- ბორის პასტერნაკი — "ექიმი ჟივაგო“
6 / 10 "ამიერიდან, ალბათ, ვერც ერთ სხვა ამბავს ვეღავინ მოყვება ისე, თითქოს ქვეყნად ერთადერთი მოსაყოლი ამბავი იყოს." — ამის გამოცნობა მარტივი არ იქნება
- კობო აბე — "ქალი ქვიშაში“
- იტალო კალვინო — "ობობას ბუდეების ბილიკი"
- არუნდატი როი — "წვრილმანების ღმერთი“
- იოკო მიშიმა — "ოქროს ტაძარი“
7 / 10 "ხალხს, რომელიც ჩემი არ იყო, ჩემს ხალხს ვუწოდებ, ხოლო იმას, ვინც არ მიყვარდა - საყვარელს“ — აი, ეს კი უნდა გამოიცნო
- ანი ერნო — "წლები“
- ნათანიელ ჰოთორნი — "ალისფერი დამღა“
- ტონი მორისონი — "საყვარელი"
- ჯონ სტაინბეკი — "მრისხანების მტევნები“
8 / 10 "ხეკორძულას წყალი მისვამს მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია" — ეს ძალიან ნაცნობი ეპიგრაფი ნამდვილად უნდა გახსოვდეს
- ნაირა გელაშვილი — "დედის ოთახი"
- ჯემალ ქარჩხაძე — "ზებულონი"
- კონსტანტინე გამსახურდია — "დიდოსტატის მარჯვენა"
- ოთარ ჭილაძე — "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან"
9 / 10 "პატიებას ვითხოვ ბავშვებისაგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამქვეყნად. მაგრამ მე სხვა მიზეზიც მქონდა: ამ დიდს ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი."— ეს ეპიგრაფი ყველასთვის საყვარელი წიგნიდანაა
- ანტუან დე სენტ ეგზიუპერი — "პატარა უფლისწული“
- ასტრიდ ლინდგრენი — "პეპი გრძელიწინდა"
- ფილიპ პულმანი — "ჩრდილოეთის ციალი"
- როალდ დალი — "მატილდა"
10 / 10 "ვისაც თვალი აქვს, იხილოს, და ვინც იხილავს, შეიცნოს“ — ესეც გამოიცანი და დავასრულეთ
- სადეყ ჰედაიათი — "ბრმა ბუ“
- ნიკოს კაზანძაკისი — "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“
- ჰერბერტ უელსი — "ბრმათა ქვეყანა“
- ჟოზე სარამაგუ — "სიბრმავე“
ერთი წუთით...
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები