ბექა ლილუაშვილი

16 სექტ, 2024

"მძიმე განცხადებები მოვისმინეთ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო ის, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი, ოკუპანტი სახელმწიფო მთლიანად გაიყვანა პასუხისმგებლობიდან [ბიძინა ივანიშვილმა]. ეს პასუხისმგებლობა თითქოს მთლიანად გადააბრალა დასავლეთს, რაც ვფიქრობ, მისი სიტყვის მთავარი აქცენტი იყო. რაც შეეხება ბოდიშს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ორმხრივი პროცესია. ამ ორმხრივი პროცესის განხორციელების მთავარი საფუძველი ეს არის, რომ ძალიან მკაფიო, საერთო პოზიცია გვქონდეს, რომ ჩვენს ოკუპაციაში მთავარი ბრალდებული და დამნაშავე რუსეთის ფედერაციაა. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის შესაძლებლობა რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ქვეყნის სწრაფი განვითარებაა, ეს ქართული ოცნების ხელისუფლებაზე უფრო კარგად, როგორც ჩანს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის ხელდასმულ წარმომადგენლებს ესმით.

დამატებით 1-2 ხმისთვის და იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე უბრალოდ გადარჩნენ, “ქართულმა ოცნებამ” ბევრი რაღაც იკადრა. ისეთ საკითხებს შეეხო, რომელზეც ჭკუის სწავლება და დარიგება ქართველ ხალხს არ სჭირდება".

ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. Reuters: რუსეთმა აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულების პირობები წარუდგინა2544 ნახვა
  2. პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრ A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებები დაუყადაღა1671 ნახვა
  3. "პუბლიკა": თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს1283 ნახვა
  4. "ოცნება" ნარკოტიკებთან, მათ შორის კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს1038 ნახვა
  5. მიხეილ სააკაშვილი: პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის892 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმაურება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~