8 რამ, რასაც კობახიძეს დაბადების დღეზე ვუსურვებთ
"გვახალისებს ეს მზიანი დარი, შენი მსგავსი ცაში მხოლოდ მზეა", — ალბათ ასე ვუმღერებდით დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს, სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 344 ათასი ლარი რომ უტენდეროდ მიგვეღო. თუმცა, რადგან ჩვენ ღამის შოუს ბენდი არ ვართ და, სიმართლე ითქვას, სიმღერაზე უკეთ წერა გამოგვდის, გადავწყვიტეთ, ჩვენი პრემიერისთვის დაბადების დღე წერილობით მიგველოცა და ერთიმეორეზე უკეთესი სურვილებიც ჩვენებურ სიად გვექცია.
მაშ ასე, აი, რას ვუსურვებდით ირაკლი კობახიძეს მის 46-ე დაბადების დღეზე:
1. მიწვევების აქეთ გაუქმებას
ცნობისთვის, მისივე დაბადების დღეზე, 25 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მსოფლიო ლიდერების ტრადიციულ მიღებაზე კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს. ალბათ არ დასცალდა, თორემ შეიძლება სულაც თავადვე აპირებდა იმავეს გაკეთებას. ასე რომ, სადაბადებისდღეო სურვილებიც რეპუტაციის აღდგენით დავიწყოთ.
2. IQ-იან, ინტელექტუალ, ზრდილობიან და კულტურულ ხალხთან ურთიერთობას
IQ, ინტელექტი, ზრდილობა და კულტურა — ანუ Father, Son, and House of Gucci ქართულად. საკუთარ გუნდში ასეთი ადამიანების პოვნა კი ალბათ გაუჭირდება...
3. გოიმობის დამარცხებასაც
ვეჭვობთ, ვერც ეს კრიტერიუმი ვერ დაეხმარება თანაპარტიელებთან დაახლოებაში... მაგრამ, სხვა თუ არაფერი, შეუძლია ჩვენი ქვიზი გამოიყენოს გოიმდეტექტორად.
4. საპატიო სტუმრის სკამს დიქტატორების სატირალში
მერე რა, თუ ამასობაში მისი სკამი შეიძლება ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატმა დაიკავოს...
5. ოპონენტების დემოკრატიულად დამთავრებას
მანამდე ალბათ ქვეყანაში სიდუხჭირის დამთავრება აჯობებდა, მაგრამ რას იზამ, კაცია და გუნებაო.
ისე, შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მართლაც აპირებს ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას. ირაკლი კობახიძის თქმით კი, ეს, არც მეტი, არც ნაკლები, დემოკრატიული პროცესია!
6. ტერანუოვაში მოგზაურობას
იქნებ, პრემიერადაც დაიტოვონ იქ...
ტერანუოვა რა არის? შენ რა, ნუთუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავს ჩვენი პრემიერის ზღაპარი დაბრუნება ტერანუოვაში? ანოტაციაში ვკითხულობთ, ეს არის წიგნი მათთვის, ვისაც სურს წაშალოს ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორისო... აი, მესმის ირონია.
7. კბილებიან აფთრებთან შეხვედრას
თუმცა, ფასებთან ერთად, სტომატოლოგიური მომსახურებაც ისეთი გაძვირებულია ქვეყანაში, საეჭვოა, აფთრებმა კბილების ჩასმა შეძლონ.
8. დაბოლოს: "ბევრის გაგრძელებას" — თავისი რეგალიების სრულად ჩამოთვლას
იცი, ვინ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი? ჩვენც აქ შევჩერდებით.
-
გადახედვასაია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს საია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვადაიტოვეს ადმინი ილია ღლონტი, სახლის ჩხრეკის შემდეგ, განყოფილებაში გადაიყვანეს დაიტოვეს ადმინი ილია ღლონტი, სახლის ჩხრეკის შემდეგ, განყოფილებაში გადაიყვანეს
-
გადახედვააშშ-ში ერთმანეთს ორი საფრენი აპარატი შეეჯახა, რამაც ყველა მგზავრი იმსხვერპლა — რა მოხდა აშშ-ში ერთმანეთს ორი საფრენი აპარატი შეეჯახა, რამაც ყველა მგზავრი იმსხვერპლა — რა მოხდა
-
გადახედვაშსს: ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ შსს: ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ
-
გადახედვაპოლიციამ დააკავა აქტივისტი ისაკო დევიძე პოლიციამ დააკავა აქტივისტი ისაკო დევიძე
-
გადახედვაჯგუფ "დაიტოვეს" წარმომადგენლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს ჯგუფ "დაიტოვეს" წარმომადგენლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს
-
გადახედვაისე მოხდა, რომ ოცნების დეპუტატებთან იზოლატორში თანაკვეთები მქონდა — ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის ინციდენტს იხსენებს ისე მოხდა, რომ ოცნების დეპუტატებთან იზოლატორში თანაკვეთები მქონდა — ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის ინციდენტს იხსენებს
-
გადახედვალილოს დასახლებაში მამაკაცს ავტომობილში ესროლეს ლილოს დასახლებაში მამაკაცს ავტომობილში ესროლეს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ნეანდერტალელების გენები ჩვენს ტვინზე როგორ მოქმედებს ნეანდერტალელების გენები ჩვენს ტვინზე
-
გადახედვააქტივისტების, ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს — რა ვიცით? აქტივისტების, ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს — რა ვიცით?
-
გადახედვაDeepSeek-მა "საიდუმლოებები გათქვა" — ჩატბოტიდან სენსიტიურმა მონაცემებმა გაჟონა DeepSeek-მა "საიდუმლოებები გათქვა" — ჩატბოტიდან სენსიტიურმა მონაცემებმა გაჟონა
-
გადახედვაადვოკატი ამაღლობელზე: კლინიკაში გადაყვანას არ ითხოვს, ამბობს რო უძლებს ადვოკატი ამაღლობელზე: კლინიკაში გადაყვანას არ ითხოვს, ამბობს რო უძლებს
-
გადახედვამარსის გასაოცარი პეიზაჟები, რომელთა მსგავსსაც დედამიწაზე ვერ ნახავთ — სურათები მარსის გასაოცარი პეიზაჟები, რომელთა მსგავსსაც დედამიწაზე ვერ ნახავთ — სურათები
-
გადახედვაGDI: ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს GDI: ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს
-
გადახედვაგოგიტა თოდრაძე: 2024 წლის დეკემბერში, საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა გოგიტა თოდრაძე: 2024 წლის დეკემბერში, საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა
-
გადახედვავატიკანის ინტრიგა და ბრძოლა ძალაუფლებისთვის — რატომ უნდა უყუროთ Conclave-ს? ვატიკანის ინტრიგა და ბრძოლა ძალაუფლებისთვის — რატომ უნდა უყუროთ Conclave-ს?
-
გადახედვაოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ხელისუფლებას მიმართავს, რომ აფხაზეთის აღიარება უკან წაიღოს ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ხელისუფლებას მიმართავს, რომ აფხაზეთის აღიარება უკან წაიღოს
-
გადახედვაქალებმა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი მთელ საქართველოში გამართეს ქალებმა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი მთელ საქართველოში გამართეს
-
-
გადახედვაცხელი უდრის ცხარეს? — რატომაა შედარებით ცხელ ქვეყნებში ყველაზე ცხარე საკვები ცხელი უდრის ცხარეს? — რატომაა შედარებით ცხელ ქვეყნებში ყველაზე ცხარე საკვები
-
გადახედვააფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა
კომენტარები