ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლეს

ფოტო: Metronome
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორიდან 24 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ვასილ სალამაშვილი, გაათავისუფლეს. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, სალამაშვილმა ე.წ საზღვარი სოფელ მონასტრის მიმდებარედ 24 სექტემბერს დაარღვია.
ვასილ სალამაშვილის გათავისუფლების მიზეზად საოკუპაციო რეჟიმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
"დამრღვევის ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კგბ-ის სასაზღვრო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაეცათ ის ქართული მხარისათვის, საჯარიმო სანქციის გარეშე", — აღნიშნულია განცხადებაში
24 სექტემბერს სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს უკანონოდ. ცხინვალის ციხესა და იზოლატორში ამჟამად საქართველოს 11 მოქალაქე იმყოფება.
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები