მიხეილ სააკაშვილი

3 Oct. 2024, 23:39

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - ევროპის და ამერიკის ყველაზე წარმომადგენლობითი საპარლამენტთაშორისო ორგანო თავისი დღეს მიღებული რეზოლუციით, ითხოვს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასრულებას და გათავისუფლებას.

გუშინწინ იგივე მოითხოვა ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - ევროპის სახალხო პარტიამ.

დიდი მადლობა დემოკრატიულ სამყაროს ჩემი და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა კოალიცია ცვლილებებისთვის ყრილობის მრავალრიცხოვნება და ენერგია. სიმბოლურია ამ ღონისძიების რუსთავის ციხის სიახლოვეში გამართვა და სამართლიანად გახსენება ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას უკანონო პოლიტმატიმრობის, ერთადერთი მეც და თუნდაც კოალიციის ამომრჩევლების უმეტესობას გაუხარდებოდა, რომ არ გამორჩენოდათ იმის ხსენება, რომ გრძელდება ჩემი უკანონო პატიმრობაც (მითუმეტეს, რომ ჩემი მეგობარი ნიკა გვარამია, დიდხანს ჩემი ადვოკატი იყო, ხოლო ნიკა მელია შიმშილობდა ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით) და სწორედ ყრილობის გამართვის დღეს შესრულდა ჩემი რუსული ტყვეობის დაწყებიდან 3 წელი.

და მაინც, მე ყველა შემთხვევაში გამიხარდება ყველა ანტი-ოლიგარქიული პოლიტიკური ძალის წარმატება 26-ში. მანამდე კი ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამომრჩევლების მოყვანაზე, მოვემზადოთ ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების დასაცავად და მომავალი კოალიციური თანამშრომლობისთვის."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. Reuters: რუსეთმა აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულების პირობები წარუდგინა
  2. პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრ A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებები დაუყადაღა
  3. "ოცნება" ნარკოტიკებთან, მათ შორის კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს
  4. POLITICO: დონალდ ტრამპი ილონ მასკს შეზღუდვებს უწესებს
  5. თსუ-ს ლექტორი გიორგი ცერცვაძე: უნივერსიტეტიდან გამაგდეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებისთვის მოსკოვში ჩავიდა

13 მარტის დილით დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩაფრინდა უკრაინაში 30-დღიანი…