მიაუ, მიაუ, მიაუ — რატომ კნავიან ფანები ბილი აილიშის კონცერტებზე (ვიდეო)
მიაუ, მიაუ, მიაუ. მიაუ? მიაუ მიაუ! ვერ გაიგე? რას ვიზამთ, ყველა ბილი აილიშის ფანი როდია...
ბილი აილიშისთვის ალბათ სულ არაა უცნაური ის ამბავი, როცა კონცერტზე მის სიმღერას ათიათასობით ადამიანი ჰყვება. თუმცა, აყოლაცაა და აყოლაც — როცა სენტიმენტალურ მელოდიაზე გარშემო ყურთასმენისწამღები კნავილი იწყება, ძნელია, სიცილი (ან ტირილი) შეიკავო.
ტიკტოკს თუ აქტიურად ადევნებ თვალს, ბოლო პერიოდში უთუოდ შეგხვდებოდა აილიშის კონცერტებზე გადაღებული ვიდეოები, სადაც ისმის, როგორ მღერიან ფანები პოპვარსკვლავის ოსკაროსან ჰიტს What Was I Made For? კატის ხმით. საქმე ისაა, რომ სიმღერა, რომელიც გრეტა გერვიგის ბარბის საუნდტრეკია, ინტერნეტში კატის "ქავერ ვერსიად" აქციეს. უსასრულო მიაუებად ქცეული სიმღერა, რომელსაც ტრენდის შესაბამისად სევდიანი ფისოების ნახატებსაც ურთავენ, სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო და პოპულარულ "საუნდად" იქცა — მისი გამოყენებით შექმნილი ვიდეოების რაოდენობა ტიკტოკზე უკვე მილიონს აჭარბებს!
ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ ტრენდულმა კნავილმა ტიკტოკიდან რეალობაში გადაინაცვლა და ბილი აილიშის კონცერტებზე გაისმა. ამის ამსახველ ერთ-ერთ ვიდეოს პლატფორმაზე 36 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ეს ყველაფერი კი ბევრისთვის სახალისო ჩანს, მაგრამ ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა კონცერტზე დამსწრეები გააკრიტიკა; ზოგიერთმა ეს შემსრულებლისადმი უპატივცემულობის გამოხატვად მიიჩნია, ზოგიც, როგორც ჯენზი იტყოდა, "დაიქრინჯა".
"ამის ტიკტოკზე ყურება კია სახალისო, მაგრამ კონცერტის ბილეთში რომ $200-ზე მეტი გადამეხადა და კნავილისთვის მესმინა, ძალიან გავბრაზდებოდი", — წერს ერთ-ერთი ტიკტოკმომხმარებელი კომენტარებში.
ფანების ნაწილი ამ ამბავმა ალბათ იმიტომაც გააღიზიანა, რომ What Was I Made For? სევდიანი, ღრმა მნიშვნელობის მქონე სიმღერაა. ერთი მხრივ, ის თავად ბილის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიყვება: თავდაჯერებულობის ნაკლებობაზე, მიზნის ძიებასა და "დაკარგულობის" განცდაზე, მეორე მხრივ კი, ფილმის შინაარსს ეხმაურება და რეალურ სამყაროში მოხვედრილი ბარბის განცდებს გადმოსცემს.
2023 წლის ზაფხულში გამოსულმა ამ სიმღერამ კომერციულ წარმატებასთან ერთად კრიტიკოსების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა. კომპოზიცია რამდენიმე ქვეყნის ჩარტების სათავეში აღმოჩნდა და გახდა გრემის ხუთგზის ნომინანტი, მოიგო ოქროს გლობუსი და ოსკარი.
-
გადახედვაკახა მელიქიძე: [ნაკრების თამაშზე] დამავალეს, რაც შეიძლება მეტად უნდა ვანახოთ ეთერში პრემიერმინისტრიო კახა მელიქიძე: [ნაკრების თამაშზე] დამავალეს, რაც შეიძლება მეტად უნდა ვანახოთ ეთერში პრემიერმინისტრიო
-
გადახედვა"კორუფციული რეჟიმი კლავს დევნილებს" — ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა "კორუფციული რეჟიმი კლავს დევნილებს" — ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა
-
გადახედვარომელი უფრო დიდხანს იკავებს წყალქვეშ სუნთქვას: დელფინი, თუ ზარმაცა? რომელი უფრო დიდხანს იკავებს წყალქვეშ სუნთქვას: დელფინი, თუ ზარმაცა?
-
გადახედვააშშ-ის საელჩო საქართველოში მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს აშშ-ის საელჩო საქართველოში მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს
-
გადახედვაკვანტური ექსპერიმენტის თანახმად, სინათლე 37 განზომილებაში არსებობს კვანტური ექსპერიმენტის თანახმად, სინათლე 37 განზომილებაში არსებობს
-
გადახედვასომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება
-
გადახედვააზერბაიჯანელ აქტივისტს სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აზერბაიჯანელ აქტივისტს სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს ნონა ქურდოვანიძე: შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს
-
გადახედვა"ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტისთვის PACE-ის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტისთვის PACE-ის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს
-
გადახედვაDRC: "ქართული ოცნება" რეპრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს DRC: "ქართული ოცნება" რეპრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს
-
გადახედვამამა გიორგი წეროძე ხარებას: ზვიად, თქვენ სცოდავთ როცა სასტიკად ექცევით პროტესტანტს, ყველა ვინც თქვენს გარშემო ასე იქცევა ასევე მძიმედ სცოდავს მამა გიორგი წეროძე ხარებას: ზვიად, თქვენ სცოდავთ როცა სასტიკად ექცევით პროტესტანტს, ყველა ვინც თქვენს გარშემო ასე იქცევა ასევე მძიმედ სცოდავს
-
გადახედვაჩინელმა ასტრონავტებმა ხელოვნური ფოტოსინთეზით რაკეტის საწვავი და ჟანგბადი შექმნეს ჩინელმა ასტრონავტებმა ხელოვნური ფოტოსინთეზით რაკეტის საწვავი და ჟანგბადი შექმნეს
-
გადახედვასსს: შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებზე გამოძიება დაიწყო სსს: შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებზე გამოძიება დაიწყო
-
გადახედვაგიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — განაჩენი გასაჩივრდება გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — განაჩენი გასაჩივრდება
-
გადახედვა"ლურჯი ვეშაპის" აღზევება: როგორ დააფრთხო $6-მილიონიანმა DeepSeek-მა ტექნოლოგიური ინდუსტრია "ლურჯი ვეშაპის" აღზევება: როგორ დააფრთხო $6-მილიონიანმა DeepSeek-მა ტექნოლოგიური ინდუსტრია
-
გადახედვანიკა მელია: ეს არის მოცემულობა, როდესაც აღარც სახლში დაგედგომება, აღარც უნივერსიტეტში, აღარც თეატრში, აღარც საავადმყოფოში ნიკა მელია: ეს არის მოცემულობა, როდესაც აღარც სახლში დაგედგომება, აღარც უნივერსიტეტში, აღარც თეატრში, აღარც საავადმყოფოში
-
გადახედვაჩაპელ როუნმა გრემიზე ხმისჩამწერი კომპანიები გააკრიტიკა და საარსებო ანაზღაურება მოითხოვა ჩაპელ როუნმა გრემიზე ხმისჩამწერი კომპანიები გააკრიტიკა და საარსებო ანაზღაურება მოითხოვა
-
-
გადახედვამსოფლიოში უდიდეს აისბერგს 19-კილომეტრიანი ყინულის მასა მოწყდა მსოფლიოში უდიდეს აისბერგს 19-კილომეტრიანი ყინულის მასა მოწყდა
-
გადახედვაSJC: აქციაზე ჩანდა აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან SJC: აქციაზე ჩანდა აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, თბილისი მოლთან 2 თებერვლის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს შსს-ს ინფორმაციით, თბილისი მოლთან 2 თებერვლის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს
კომენტარები