Stranger Things მეორე სეზონისთვის ემზადება
გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით, რომელი თქვენგანი არ ეთანხმება იმას, რომ Netflix-ის ახალმა სერიალმა Stranger Things ნამდვილი ფურორი მოახდინა და გამოსვლის დღიდან ბევრისთვის საყვარელი სერიალი თუ არა, მინიმუმ დროის გაყვანის ყველაზე კარგი საშუალება მაინც გახდა.
სანამ კითხვას განაგრძობთ, გირჩევთ აუცილებლად ჩართოთ სერიალის ქუდის საუნდტრეკი.
ცოტა ხნის წინ Netflix-მა და შოუს შემქმნელმა ძმებმა მეთ და როს დიფერებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ სერიალის მეორე სეზონისთვის უკვე ემზადებიან და რამდენიმე გამოცემასთან სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს.
თუ შოუ ჯერ არ გინახავთ (რაც წარმოუდგენელია), იცოდეთ რომ ქვემოთ აუცილებლად შეგხვდებათ სპოილერი!
ერთ-ერთი მთავარი, რაც ახალ სეზონთან დაკავშირებით გაირკვა, არის ის, რომ შოუს ახალ სეზონში აუცილებლად ვიხილავთ დოქტორ ბრენერს. “პირველ სეზონში ჩვენ ვნახეთ, რომ ბრენერის პერსონაჟს თავს ესხმის მონსტრი, შემდეგ კი ისინი ერთიანდებიან. ვფიქრობთ, რომ ეს პერსონაჟი უფრო მეტ დროს იმსახურებს შოუში, ამიტომ დიახ, დიდი ალბათობით, მას ჩვენ აუცილებლად ვნახავთ შემდეგ სეზონშიც”.
როგორც გაირკვა, ძმები დიფერები ბარბარას პერსონაჟის დავიწყებას არ აპირებენ. მეთ დიფერი გვპირდება, რომ მის ხაზს აუცილებლად გააგრძელებენ და ის აუცილებლად იძიებს შურს.
“პირველ სეზონში სიუჟტი ფაქტობრივად ერთი კვირის განმავლობაში ვითარდება. ეს კი ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ მოჰყვე და განმარტო ყველაფერი რაც გინდა. ჩვენ გადავწყვიტეთ მეორე სეზონში განვიხილოთ და უფრო გასაგები გავხადოთ ის, რაც პირველ სეზონში მოხდა”, ამბობს რეჟისორი.
Netflix-ში ამბობენ, რომ მეორე სეზონის გადაღება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდა მაყურებელს, და რადგანაც ახალი სეზონი უკვე დამტკიცებულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეაქციამ გაამართლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალის მეორე სეზონში ძველ პერსონაჟებს სამი ახალი დაემატება. სერიალის კასტინგ მენეჯერის თქმით, მეთი და როსი სამ მსახიობს ეძებენ, რომლებიც ახალ პერსონაჟებს - მაქსს, ბილის და რომანს ითამაშებენ.
მაქსი 13 წლის გოგონაა, რომლის ქცევებიც ძალიან განსხვავდება მისი თანატოლი სხვა გოგონებისგან. ეს შეიძლება გამომდინარეობს მისი რთული წარსულიდან და მისი ბუნდოვანი ურთიერთობით ძმასთან, რომელიც გამუდმებით ცდილობს მის დაცვას წარსულისგან.
ბილი მაქსის ძმაა, ის 17 წლის დაკუნთული და საშიში ბიჭია. იმდენად საშიშიც კი, რომ სკოლაში მის გარშემო ჭორები დადის, თითქოს წარსულში მან ვიღაც მოკლა. ბილის მექალთანის იმიჯი აქვს, უყვარს ალკოჰოლი და აზარტული თამაშები, თუმცა მისი ეს ხასიათი ეხმარება მას, რომ დამალოს თუ ვინ არის სინამდვილეში.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველი და უცნობია მესამე პერსონაჟის რომანის როგორც ბედი, ასევე სქესი. ერთადერთი რაც ვიცით, არის ის, რომ მისი ასაკი 30-დან 38 წლამდე მერყეობს და გაიზარდა ნარკოდამოკიდებულ დედასთან. წარსულში მომხდარი დიდი უბედურება კი მას დიდი შურისძიებისკენ უბიძგებს.
კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა სერიალის ახალ სეზონში ისეთ ტიტულოვან მსახიობებს, როგორიც მაგალითად ვაინონა რაიდერი იყო, ძმები პასუხობენ რომ დიდი შანსია Stranger Things-ის მეორე ნაწილში ბევრი ისეთი სახე გამოჩნდეს, რომელიც ყველას ძალიან კარგად გვეცნობა.
როგორც შოუს შემქმნელებს სჩვევიათ, გაუმხელელი დარჩა მთავარი ინტრიგაც და ამ დრომდე არაფერი ვიცით ილევენის, იგივე ელის შესახებ. თუმცა მინიშნებები კეთდება იმაზე, რომ მონსტრთან შეხვედრამ ის საკმაოდ შეცვალა. შეიცვალა უილის პერსონაჟიც, რომელიც “მეორე მხარეს” აღმოჩნდა. "მეორე მხარეს უილმა მთელი კვირა გაატარა და ამან, რა თქმა უნდა, იმოქმედა მასზე - როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. ჩვენ გვგონია, რომ ის გამოიქცა ამ საშინელი ადგილიდან, მაგრამ არის კი ეს ასე?” - ამბობს რეჟისორი.
სერიალის პრემიერა Netflix-ზე 2017 წელს არის დაგეგმილი.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები