ჰოგვორტსის ექსპრესი, ჰოგსმიდი და ქვიდიჩი ანუ ჰარი პოტერის ფესტივალი იწყება
თქვენ ვერ იმგზავრებთ კინგ ქროსის სადგურზე, ვერც 93/4 პლატფორმაზე გაივლით, ჯადოსნური სამყაროს კარის გასაღებად ვერც ალოჰომორას შელოცვას გამოიყენებთ, იმიტომ რომ თქვენ მაგლი ხართ და იმ სამყაროს კარი მხოლოდ ჯადოქრებისთვისაა ღია. მაგრამ, გულს ნუ გაიტეხთ, თუ შემოდგომაზე ფილადელფიას ეწვევით, ჰოგვორტსის ექსპრესით ისარგებლებთ და ჰოგსმიდსაც დალაშქრავთ.
გაინტერესებთ როგორ?
21-22 ოქტომბერს სოფელი ჩესტნატ-ჰილი ჰოგსმიდად გადაიქცევა და ამისთვის არანაირი შელოცვა არ იქნება საჭირო, მაგლებისგან დამცავიც კი. პირიქით, ეს ფესტივალი ჩვენთვის, მაგლებისთვის იმართება, რომლებმაც დღემდე ვერ მივიღეთ წერილი ჰოგვორტსიდან, მაგრამ ჯიუტად არ გვინდა დაჯერება, რომ ამ სამყაროს ვერ ვეზიარებით.
ფესტივალზე იქნება ყველაფერი!
ორგანიზატორები არ ხუმრობენ, აქ მართლა ყველაფერს ნახავთ როულინგის სამყაროდან. ჰოგვორტსის ექსპრესით ხომ იმგზავრებთ, მერე გამანაწილებელ ქუდს მოირგებთ, რომელიც თქვენს ფაკულტეტებზე გაგანაწილებთ. ამ დროს მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ ქუდი თქვენს თხოვნას გაითვალისწინებს და შეგიძლიათ სასურველ ფაკულტეტზე მოხვდეთ - სლიზერინის გვერდის ავლით. აქ ბნელი ძალებისგან თავდაცვის გაკვეთილებიც ჩატარდება, თქვენი შესაძლებლობები რომ დახვეწოთ. სიკვდილის მხვრელები შეიძლება ვერ დაამარცხოთ, მაგრამ ბოგარტების კლოუნებად გადაქცევა მაგლებსაც გამოგვივა. მაგრამ, ეს ყველაფერი როდია, აქ ქვიდიჩის ტურნირსაც ითამაშებთ და თუ მოიგებთ "ძმური სიყვარულის თასიც" გერგებათ.
აბა რეივენქლოს სწავლის მოყვარულო სტუდენტებო ან ჰერმიონას მსგავსო სხვა ფაკულტეტელებო, ისმინეთ, ჩესტნანტ-ჰილის კოლეჯში კონფერენციაც კი გაიმართება, რომლის თემაც ჰარი პოტერი იქნება. ორგანიზატორების აზრით ეს შესანიშნავი იდეაა, რადგან საუნივერსიტეტო ქალაქი ძალიან ჰგავს ჰოგვორტს.
ჭამა-სმის მოყვარულებო, დამშვიდდით! არც თქვენ დაჩაგრულხართ. აქ ჰოგსმიდის ცნობილი მაღაზიები და ტავერნებიც იქნება. საშუალება გექნებათ მოინახულოთ ზონკოს ოინების მაღაზია, მადამ პადიფუტის ჩაის სახლი და იმედია ტავერნა ტახის თავიც, სადაც შეძლებთ იმ მაგიდაზე დასხდეთ, რომელთანაც დამბლდორის არმიამ ლეგენდარულ დოკუმენტს ხელი მოაწერა და თქვენი სახელიც მიაწეროთ. მთავარია ამბრიჯმა არ გაგიგოთ.
ორგანიზატორებმა სიამოვნებას გაგიათმაგებთო და ჰოგვორტსის ექსპრესზე ლამის გამცილებლის ფუნქცია მოარგეს ჰარის, რონს, ჰერმიონს და დაბმლდორს, უფრო ზუსტად მათ ორეულებს. ანუ გაღიმებული სახით (იმედია შელოცვით შეცვლილი და ორიგინალს დამსგავსებული!) ისინი ექსპრესზე შეგიპატიჟებენ და ფესტივალისკენ გაგიძღვებიან.
ქვიდიჩის მატჩზე დასწრება ფესტივალის სტუმრებისთვის უფასოა. სამეცნიერო კონფერენციაც საზოგადოებისთვის ღია იქნება, მაგრამ რეგისტრაციის თანხა $10-ს შეადგენს. ტავერნის ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს დაიწყება.
გაამზადეთ თქვენი მანტიები, ქუდები და ცოცხები, ჰელოუნის გარდერობი გამოქექეთ და დაელოდეთ ოქტომბერს. "აკციო ცოცხი" პოტერჰედებო ფილადელფია გველოდება.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები