Wednesday-ს მეორე სეზონი 2025 წელს გამოდის

ფოტო: Netflix
ვის მოგენატრათ ადამსების უცნაური, მისტიკით მოცული ოჯახი? თუ ჩვენსავით ელით უენსდეის ახალ თავგადასავლებს, უნდა გაგახაროთ — ნეტფლიქსზე Wednesday-ს მეორე სეზონს სულ მალე, 23 ნოემბერს ვიხილავთ!
სერიალის პირველ სეზონს დიდი წარმატება ხვდა წილად. გენიალური რეჟისორის, ტიმ ბარტონის მიერ გადაღებულმა ნამუშევარმა 12 ემის ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის მთავარი როლის შემსრულებელი ქალის, რომელიც ჯენა ორტეგამ დაიმსახურა.

ჯენა ორტეგა ნეტფლიქსის სერიალში Wednesday
ფოტო: Netflix
მეორე სეზონის სიუჟეტზე ჯერჯერობით ცოტა რამაა ცნობილი. როგორც Wednesday-ს პროდიუსერები იუწყებიან, მეორე სეზონში ადამსების ოჯახის ახალ წევრებს გავიცნობთ. ასევე, ვიცით ის, რომ ახალი სერიები ირლანდიაშია გადაღებული. როგორც ჩანს, ახალი ნიუანსებით გამდიდრდება თინეიჯერი უენსდეის ურთიერთობა დედამისთან, მორტიცია ადამსთან, რომლის როლს სერიალში მსახიობი კეტრინ ზეტა-ჯონსი ასრულებს.

ფოტო: Netflix
ჯენა ორტეგას თქმით, ახალ სეზონში თინეიჯერთა დრამატულ სიყვარულზე მეტად საშინელებათა ჟანრის დეტალებს ვიხილავთ. ერთი სიტყვით, საინტერესო სეზონი გველის!
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები