ზვიად ძიძიგური

ზვიად ძიძიგური

22 Nov. 2024, 22:10

"პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ. ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ როდის დაწერთ განცხადებას, როდის ჩახსნით სიებს... ეს ეჭვები არის ეჭვები.

როდის გავაკეთებთ ამას, დაგვიტოვეთ იმის უფლება, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებზე და საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვისთანაც ვართ აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში. უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ არ შევალ პარლამენტში-თქო და უკვე ერთი და იგივე შეურაცხმყოფელიც კი არის. მე დამიჭრია ეს მანდატი და გადამიყრია ხალხში, მქონდა ასეთ რამ ბიოგრაფიაში, 2008 წელს.

როდესაც ოპოზიციურ პარტიას მანდატი გაქვს, ეს არის შენი ბერკეტი და ბერკეტის დათმობაც არის პოლიტიკური მექანიზმი. ამიტომ, ეს პოლიტიკური მექანიზმი შეიძლება გაცილებით უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად გამოიყენო, ვიდრე ის, რომ ცხელ გულზე მოისროლო და დარჩე ცარიელ-ტარიელი ყოველგვარი ბერკეტის გარეშე. წინ არის ხანგრძლივი პოლიტიკური ბრძოლის პროცესი. ვამბობთ, რომ არ შევალთ, ხელფასებს არ ავიღებთ.

ნება მოგვეცით, ეს უკიდურესი ნაბიჯი გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩავთვლით ყველაზე მიზანშეწონილად, საჭიროდ. არავინ აპირებს პოლიტიკური თვითმკვლელობის ჩადენას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იტალიის პარლამენტი საქართველოზე რეზოლუციის მიღებასა და სანქციების წრის გაფართოებას გეგმავს4523 ნახვა
  2. სტუდენტების მიმართვა: "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ "ქართული ოცნება" სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს!"3224 ნახვა
  3. საქართველოში დამატებით 9 საეკლესიო დღესასწაული შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს1939 ნახვა
  4. "მე მაინც არ მგონია, რომ ევროკავშირი ამ დონეს არ იკადრებს" — დავით მათიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე1814 ნახვა
  5. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა1555 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ანტიკორუფციული ბიურო: "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" (FARA) 2025 წლის 31 მაისს ამოქმედდება

ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ქართული ოცნების პარლამენტის მიღებული "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" (FARA) 2025…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~