მღებრიშვილი პოლიტიკოსებზე: ნუ ცდილობენ პოლიტიკურ ბატალიებში პოლიციის ჩართვას
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი დემურ სტურუასა გარდაცვალებისა და უკანასკნელი დღეების განმავლობაში მომხდარ კრიმინალურ ფაქტებს ეხმაურება. ის განმარტავს, რომ ყველა დანაშაული ცხელ კვალზეა გახსნილი.
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დემურ სტურუას გარდაცვალების გამო. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები თუ სამართალდამცავები. იმ შემთხვევაში, თუკი სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური".
ამასთან, მღებრიშვილმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ პოლიტიკურ ბატალიებში პოლიციის ჩართვისგან თავი შეიკავონ:
"ჩვენს წინ ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, უნდა შევძლოთ მოახლოებული არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პოლიტიკური ვნებათაღელვა პიკს აღწევს, მაგრამ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი მივმართავ ყველა მხარეს - ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი პოლიციელების ჩარევას. ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას. პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება. ჩვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელები".
მან ასევე მოუწოდა ყველას, რომ ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას, ნუ მიყენებენ ჩრდილს პოლიციის ინსტიტუტს:
"ხაზგასმით ვაცხადებ, სისტემა, როგორც არასდროს, ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი".
მან ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი შემადგენლობა არ დაუშვებს დესტაბილიზაციის მცდელობას:
"ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. ჩვენ ვაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევების და კრიმინალების წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის და ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება ".
გიორგი მღებრიშვილმა ერთ-ერთ გამოწვევად წინასაარჩევნო პერიოდის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამართლიან გარემოში წარმართვა დაასახელა.
აღნიშნული განცხადება მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
კომენტარები