კახეთში რთველი გრძელდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრის მონაცემებით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 9,000 ტონამდე ყურძენი.

მათგან 3,7 ათასი ტონა რქაწითელია, 3,7 ათასი ტონა - საფერავი, 460 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლების სახით 7,3 მილიონი ლარი მიიღეს.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 82 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 20-მდე ღვინის კომპანია.

საქართველოს მთავრობა ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდიებს გასცემს.

კახეთის რეგიონში:

  • 1 კგ. რქაწითელისათვის - 0,45 ლარი;
  • 1 კგ. კახური მწვანისათვის - 0,45 ლარი;
  • 1 კგ. საფერავისათვის - 0,20 ლარი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:

  • მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი.