ზურა ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

5 დეკ, 2024

"მადლობა ყველას ვინც ეს დღეებია რუსთაველზე დგას და საკუთარ თავისუფლებას იცავს. მინდა ყველას შევახსენო, რომ უწყვეტი პროტესტის მე-7 დღეა რუსთაველის გამზირზე, ეს პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოპარული არჩევნების გამო, ევროკავშირმა რუსულ ხელისუფლებასთან ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვიტა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა და საჯაროდ გამოაცხადა, რომ ისინი წყვეტენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რასაც პროტესტის ტალღა მოჰყვა. ეს ტალღა საქართველოს ყველა ქალაქშია. ამ რაოდენობის ადამიანი, რომლებიც აქციებზე გამოდიან, მე არ მახსოვს ამ ქვეყანაში გამოსულიყოს. დღემდე, ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არავინ, გარდა რუსეთისა და რუსეთის სატელიტი სახელმწიფოებისა.

ზუსტი ინფორმაცია სამწუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ასობით დაკავებულია, აქედან აბსოლუტურ უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება და ეს დაზიანებები უშუალოდ დაკავების მომენტში კი არ აქვთ მიღებული, არამედ დაკავების შემდეგ ამ ადამიანებს ფაქტობრივად წამების პროცესი აქვთ გავლილი, ნაწილ მათგანს ქუჩაში, ნაწილს მინივენებში, ნაწილს კი პოლიციის განყოფილებებში გაუსწორდნენ.

გუშინ რეჟიმი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, შეიჭრა რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობების ოფისებში და პრაქტიკულად დაარბია ოფისები. ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, არცერთი ამ ნივთებიდან კანონსაწინააღმდეგო არ არის. ერთ-ერთის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომ ამოიღეს "მოლოტოვის კოქტეილები", კადრები რაც გაავრცელეს ნათლად ჩანს, რომ ეს დადგმული სცენა იყო, ბოთლები, სადაც ჩვრები იყო ჩატენილი, "მოლოტოვები" ასე არ კეთდება, ბოთლებში ჯერ ბენზინი ისხმება და შემდეგ იდება ჩვარი და არა პირიქით. სჭირდებათ, რომ მოსახლეობა დააშინონ, რომ ვიღაცები „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებდნენ სადღაც ოფისებში. ყველა ის ნივთი — კარავი, პარალონი, აირწინაღი თუ სხვა რამ, ყველა ოფიციალურად იყიდება და ყველას შეუძლია იყიდოს მაღაზიებში, უფრო სწორად შეეძლოთ, ახლა აუკრძალეს მაღაზიებს ამ ნივთების გაყიდვა”.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაშა პაპაშვილის ფერმა "ყვარლის ბაგა", რომლის რძესაც "სოფლის ნობათი", "სანტე" და "აგროჰაბი" ყიდულობს — ძროხას ქათმის ნაკელს აჭმევდა9101 ნახვა
  2. რუსეთის რამდენიმე ოლქში ორსულ სკოლის მოსწავლეებს ერთჯერად ფულად დახმარებას, 100 000 რუბლს გადასცემენ8960 ნახვა
  3. TI: ცნობილია "ქართული ოცნების" 98 წარმომადგენლის ვინაობა, რომლებიც დასავლურმა სამყარომ დაასანქცირა3245 ნახვა
  4. კიმბერლი ლოუ წერს, რომ მსოფლიო მშვიდობის სამიტზე, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება, ტრამპი, პუტინი და სი ძინპინია მოწვეული2235 ნახვა
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა2118 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პაატა სალია: გპირდებით თქვენ, ბატონო პრემიერო, რომ ღირსეულად ვემსახურები ამ თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას

7 აპრილს, ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი პაატა სალია იუსტიციის სამინისტროს…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~