ახალი რეგულაციებით, პიროტექნიკის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის წესების დარღვევა დაისჯება 1000-დან 6000 ლარამდე ჯარიმით და 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით
პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ამოქმედებას და მის შეუსრულებლობას ადმინისტრაციული ჯარიმები მოჰყვება.
კერძოდ, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 6 000 ლარით.
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიოს პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად არა აქვს მისი ფლობის/გამოყენების უფლება, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. ქმედების კვლავ ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 3 000 ლარით.
პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1 000 ლარით. ქმედების კვლავ ჩადენა კი გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2 000 ლარით.
გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ცვლილებებით აკრძალვები და ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმების ნაწილის ამოქმედება 2025 წლის პირველი თებერვლიდან იგეგმება, მეორე ნაწილი კი პირველი აპრილიდან შევა ძალაში.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორი არიან: ქართული ოცნების წარმომადგენლები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
-
გადახედვათიკუ კობიაშვილის ფილმი გაზაფხულის აქციების შესახებ ბერლინის კინოფესტივალზე მოხვდა თიკუ კობიაშვილის ფილმი გაზაფხულის აქციების შესახებ ბერლინის კინოფესტივალზე მოხვდა
-
გადახედვაირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა
-
გადახედვაუილსონი: ივანიშვილის რეჟიმი ტყუის, რომ ტრამპი ჩინეთთან და ირანთან კოლაბორაციაზე თვალს დახუჭავს უილსონი: ივანიშვილის რეჟიმი ტყუის, რომ ტრამპი ჩინეთთან და ირანთან კოლაბორაციაზე თვალს დახუჭავს
-
გადახედვანახეთ: კოსმოსურმა აპარატმა პლანეტა მერკურის ახლო ხედები გადაიღო ნახეთ: კოსმოსურმა აპარატმა პლანეტა მერკურის ახლო ხედები გადაიღო
-
გადახედვათბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესის დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესის დაიწყო
-
გადახედვათბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისთვის 9 პირი დააკავეს თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისთვის 9 პირი დააკავეს
-
გადახედვათორნიკე მიგინეიშვილი: ჩვენ ვაყენებთ ერთადერთ მოთხოვნას — დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე თორნიკე მიგინეიშვილი: ჩვენ ვაყენებთ ერთადერთ მოთხოვნას — დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე
-
გადახედვა10 იანვარს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში საპროტესტო აქციები გაიმართება — განრიგი 10 იანვარს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში საპროტესტო აქციები გაიმართება — განრიგი
-
გადახედვაგამოთვალეს, რომ რა სიჩქარით "ფიქრობს" ადამიანის ტვინი — იგი მოსალოდნელზე ნელი აღმოჩნდა გამოთვალეს, რომ რა სიჩქარით "ფიქრობს" ადამიანის ტვინი — იგი მოსალოდნელზე ნელი აღმოჩნდა
-
გადახედვასაკარაში 4100 წლის აკლდამა აღმოაჩინეს, რომელიც ფარაონების ექიმს ეკუთვნოდა საკარაში 4100 წლის აკლდამა აღმოაჩინეს, რომელიც ფარაონების ექიმს ეკუთვნოდა
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაივანიშვილის გარემოცვა, თურნავა, "რიჟა", სხვა ბიზნესმენები — ვისი სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს ივანიშვილის გარემოცვა, თურნავა, "რიჟა", სხვა ბიზნესმენები — ვისი სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: რუსებმა არჩევნები გამოიყენეს საქართველოში ძალების აღსადგენად, რათა ქვეყანა და რეგიონი კვლავ მოექცეს მისი კონტროლის ქვეშ სალომე ზურაბიშვილი: რუსებმა არჩევნები გამოიყენეს საქართველოში ძალების აღსადგენად, რათა ქვეყანა და რეგიონი კვლავ მოექცეს მისი კონტროლის ქვეშ
-
გადახედვაკიდევ 8 დაკავებულის წინასასამართლო სხდომის თარიღმა გადაიწია, აღკვეთზე შაბათს იმსჯელებენ კიდევ 8 დაკავებულის წინასასამართლო სხდომის თარიღმა გადაიწია, აღკვეთზე შაბათს იმსჯელებენ
-
გადახედვატრეილერი: Peacock-მა შონ "დიდი" ქომბსზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო ტრეილერი: Peacock-მა შონ "დიდი" ქომბსზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
-
გადახედვასუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე თავისუფლები არიან სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე თავისუფლები არიან
-
გადახედვაგერმანიის პოლიტიკური პარტიები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ გერმანიის პოლიტიკური პარტიები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ჩვენმა ატომებმა ოდესღაც გალაქტიკის მიღმა გააღწია — როგორ ახალი კვლევის თანახმად, ჩვენმა ატომებმა ოდესღაც გალაქტიკის მიღმა გააღწია — როგორ
-
გადახედვასვანეთში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ სვანეთში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
-
გადახედვაპესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე: ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია პესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე: ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია
კომენტარები